როცა შუა ღამით რაღაც უცხო,ყრუ ტკივილი მაღვიძებს და გამთენიამდე ვერაფრით ვახერხებ დაძინებას,დროის გასაყვანად ერთი „ტყუილი“ მოვიგონე. თვალებს ვხუჭავ,შენთან მოვდივარ,ხელს გკიდებ და რომელიმე დროში მიმყავხარ. ესაა ერთადერთი ჭეშმარიტი სიცრუე იმისა რომ მე და შენ ერთად ვიყოთ. გუშინ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში ვიყავით,მგონი საფრანგეთი იყო და ქვაფენილით თუ ვიმსჯელებთ შეიძლება პარიზის ერთერთი გარეუბანიც ყოფილიყო. შენ იქაური მხატვრის ქალიშვილად წარმომიდექი,რომელსაც შესანიშნავი ოჯახი ჰყავდა,მშობლები,რომლებიც არაფერს უშლიდნენ და უმცროსი და რომელიც ყოველთვის ყველაფერს უჯერებდა. „ასე არაბანალურად “ ცხოვრობდი. მე კი შენზე რამდენიმე წლით უფროსი ხელმცარული მწერალი ვიყავი,რატომღაც მხოლოდ შენ გჯეროდა ჩემი ჭეშმარიტების და ამ უაზრო ნაწერებს რამდენჯერმე გატაცებით მაკითხებდი სანთლის შუქზე. შესახედავად არც მე ვგავდი ჩემი ფიქრის კაცს და ასე ვთქვათ არც არაფერი დამეწუნებოდა მაგრამ მაინც იმის მჯეროდა რომ შენ ჩემში ყველაზე მეტად ის სიცარიელე გიყვარდა რომელსაც შენ ავსებდი,რომელიც შენი დრო იყო ჩემს სიცოცხლეში. ამბის გაგრძელება მოითხოვს რომ ხალხს ისიც მოვუყვეთ თუ როგორ და რაში ვხარჯავდით ჩვენს ძვირფას დროს. მთელი კვირა შენ ქალაქში გამოჩენილ მასწავლებლები გაკითხავდნენ სახლში,მე კიდე დროს უქმად ყიალში ვატარებდი.დებოშები და აყალმაყალი არ მჩვეოდა უბრალოდ საკუთარი თავის რწმენა მქონდა დაკარგული. და ამ ძიებაშიც წლები დღეებივით გარბოდნენ. კვირაობით კი როცა მთელი დღე დავისუფალი გქონდა.დილით ეკლესიაში დავდიოდით,უფრო სწორედ კი შენ მიმათრევდი და შემდეგ მთელი გზა ისმენდი ჩემს გაუთავებელ წუწუნს გაქსუებულ მღვდლებზე. შემდეგ კი რამოდენიმე ბოთლ ღვინოს ცოტაოდენ საჭმელს ავიღებდით და მდინარის პირს ავუყვებოდით,ჩვენს წარმოსახვით სახლამდე რომელიც ჩვენ წარმოსახვის ნაყოფია,ისეთივე როგორიც ეს ამბავი. მაგრამ რას ვიზამთ ყველას გვაქვს თავის მოტყუების უფლება მითუმეტეს მაშინ როცა ეს დაკარგულ სიყვარულს ეხება. შეიძლება ცხოვრება ერთი დიდი ტყუილი იყოს მაგრამ მასშიც არის რაღაც პატარ-პატარა სიმართლე,სულ რამდენიმე წამით,რომელიც ყველაზე დიდ სიმართლედ წარმოგვიდგება და გვაჯერებს ორმაგი სამყაროს არსებობაში რომლის გასაღებიც მხოლოდ თვალების დახუჭვაში იმალება. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ძვირფასო მკითხველო მაგრამ,მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რომელიც ტკივილს ლაჩრულად გავექეცი და ასე ოცნებაში ვცდილობ იმად ვიქცე რაც აქ ყველაზე მეტად მაკლდა,იმად რაზეც ამ ცხოვრებაში სითამამე არ მეყო. ვხუჭავ თვალებს და ისევ მდინარის ნაპირს მივუყვებით მე და შენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვგიჟდები შენზე :) ვგიჟდები შენზე :)
5. კარგია ოცნება :) კარგია ოცნება :)
4. მადლობა მეგობრებო,ჩვენ ყველანი რაღაცით ვგავართ ერთმანეთს და სწორედ ეგ მოგვწონს ერთმანეთში ;-) მადლობა მეგობრებო,ჩვენ ყველანი რაღაცით ვგავართ ერთმანეთს და სწორედ ეგ მოგვწონს ერთმანეთში ;-)
3. "შემდეგ კი რამოდენიმე ბოთლ ღვინოს ცოტაოდენ საჭმელს ავიღებდით და მდინარის პირს ავუყვებოდით,ჩვენს წარმოსახვით სახლამდე რომელიც ჩვენ წარმოსახვის ნაყოფია,ისეთივე როგორიც ეს ამბავი"
მომწონს ეს წარმოსახვითი ამბავი, ჩემსას გავს და ალბათ ბევრისას კიდევ...:))
"შემდეგ კი რამოდენიმე ბოთლ ღვინოს ცოტაოდენ საჭმელს ავიღებდით და მდინარის პირს ავუყვებოდით,ჩვენს წარმოსახვით სახლამდე რომელიც ჩვენ წარმოსახვის ნაყოფია,ისეთივე როგორიც ეს ამბავი"
მომწონს ეს წარმოსახვითი ამბავი, ჩემსას გავს და ალბათ ბევრისას კიდევ...:))
2. მომეწონა მეც:) 4 მომეწონა მეც:) 4
1. მომეწონა დროსა და სივრცეში მოგზაურობის ეს ჩვეულებრივი ამბავი :)
მომეწონა დროსა და სივრცეში მოგზაურობის ეს ჩვეულებრივი ამბავი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|