 | ავტორი: იანუსი ჟანრი: პროზა 4 აპრილი, 2016 |
-მთვრალი ხარ. ვიყავი, ოღონდ არა მნიშვნელოვნად. სიმთვრალეს რაღაც ფაზები აქვს, როგორც ყველაფერს და თუმცა თავი არასოდეს მომიკლავს ამ ფაზების განსაზღვრა ჩამოყალიბებით, იმას თავისუფლად ვხვდებოდი რომ მაშინ რაშიც ვიყავი, მხედარიც, ჭენებაში გართულიც და სათანადოდ აღკაზმულიც, სასიამოვნო ფაზა იყო და არა ის, უნიტაზში რომ პირდაღმა გადაემხობი და ყველაფერს რასაც კი ოდესმე ფიქრად გაუვლია შენს საკმაოდ ტევად, მოცულობით თავში, სახეზე გადაარწყევ (სახე ყველაფერს აქვს, უნიტაზსაც). ისეთ რაღაცებსაც, რაც შეიძლება ოდესღაც (ან ახლა) წმინდა ყოფილიყო (ან არის) სვრი და ბილწავ ალკოჰოლ და კიდევ დილით ნაჭამი არაჯანსაღი საკვების ნარჩენნარევი ნერწყვით. ასე იქცევი და არც გეთანაღრება გული, იმიტომ რომ სადღაც, რომელიღაც სიღრმეში მყოფი ცნობიერება, რომელიც ჯერაც საღად აზროვნებს და საერთოდაც ყოველთვის საღად აზროვნებს, გეუბნება, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. არაფერი. -სწორად იქცევი. სწორად იქცევი რომ გული გერევა და მეტიც, აღებინებ. გული ყველას გვერევა, მაგრამ ბევრი თვალს ხუჭავს, პირს მუწავს, ყლაპავს როგორც შეურაცხყოფას დაკუნთული მუტრუკისგან, იმიტომ რომ იცის, ვერაფერსაც ვერ დააკლებს. რომ არ გადაყლაპოს, გადააყლაპებენ. შენც ვერაფერს დააკლებ ყველაფერ უსიამოვნოს რაც შენშია, ვერც გამოდევნი, ვერც გააქრობ, ხვალაც შენში იქნება, ზეგაც და ალბათ სიკვდილის შემდეგაც, იმიტომ რომ თუ რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, მხოლოდ იმის, რომ არაფერიც არ ქრება. არასოდეს არაფერი ქრება და ამიტომ საოცრად რომანტიკულია, ანუ გულისამრევად სულელური, რომ ყოველთვის სწორედ იმის გვეშინია, რაც არ შეიძლება მოხდეს - გაქრობის. გვეშინია რომ გავქრებით, გვეშინია რომ ის გაქრება ვინც გვიყვარს, გვეშინია რომ ის გაქრება რაც გვიყვარს, ან ის რაც გვინდა, ან ის რასაც ველოდებით, ან ის რისი იმედიც გვაქვს, ან ის რაზეც ვოცნებობთ. საბოლოოდ შიშს იმდენად ვძერწავთ და დასრულებულ სახეს ვაძლევთ, რომ ჩვენზე რეალური ხდება, ხელში ბლაგვ და მძიმე საგანს იღებს, მოიქნევს და მთელი ძალით ჩაარტყამს იმას რასაც ვუფრთხილდებით და ასე იქცევა გაუჩერებლად სანამ ნამსხვრევებად არ აქცევს. მთლიანთან შედარებით ნამსხვრევები გვეცოტავება, გამქრალი გვქონია, არადა რაოდენობრივად ეს უკანასკნელი მეტია, მაგრამ პარადოქსს ჩვენთვის არ სცხელა, იმაზე ფიქრობს როგორ აიცილოს მძიმე და ბლაგვი საგნის გამანადგურებელი დარტყმები, კუთხეშია მიკუნტული. ჰოდა, მოკლედ ნამსხვრევებად ქცეულს გამქრალად ვთვლით, ნამსხვრევებს არაფრად და არსად ვაგდებთ, არადა უნდა მოვხვეტოთ. უნდა მოვხვეტოთ რომ მერე ჩვენი გონების ბავშვებად მოთამაშე ფიქრებმა, გაზრდის პერსპექტივით, უყურადღებობისგან ამ ნამსხვრევებზე არ მოადინონ ზღართანი და ხელები არ გაიჭრან, ან უარესი. - აი, რას მეუბნება ცნობიერება. მე კი ვამბობ, რომ: -მთვრალი არასოდეს ვყოფილვარ და სიფხიზლე ისაა, რამაც დაბადებიდან დამაპატიმრა, მერე წინასწარი დაკავების საკანში წამათრია, სადაც ჩემზე გაცილებით საშიში პატიმრები ისხდნენ, ღამე მათთან გავათიე და ჩემზე იძალადეს. სასამართლოზეც წარმადგინა და სამუდამო პატიმრობა მომესაჯა, სიფხიზლის სამუდამო პატიმრობა. ასე მითხრეს, რომ რაც არ უნდა სანაქებო ყოფილიყო ჩემი ყოფა-ქცევა, ვერასოდეს დავაღწევდი თავს სიფხიზლეს. რატომ, ასეთი მკაცრი სასჯელი რით დავიმსახურე-მეთქი, შევეპასუხე და დაუნდობლად მომიგეს: იმით, რომ დაიბადეო. შენ კიდევ სიმთვრალეს მაბრალებ. ნეტა ვიყო. ნეტა არ ვიყო. -არ მინდა შენთან ლაპარაკი, აზრი არ აქვს. ჩემთან კი არა, ლაპარაკს როდის ჰქონია აზრი. არასოდეს. ენები გვაქვს მაგრამ სიტყვები არა, უფრო სწორედ ისეთი სიტყვა არავის გვაქვს, რომელიც სიტყვაზე მეტი იქნება და საერთოდაც, არაფერია ღირებული, რისი ღირებულებაც საკუთარ ღირებულებას ცოტათი მაინც არ აღემატება. მე ყოველთვის მინდოდა მელაპარაკა ისე, რომ ვინმეს ეთქვა, შენ ის ხარ, ვის მოსასმენადაც ღმერთმა ყურები მიბოძა და მე მადლიერი ვარ ღმერთის რომ მომცა შესაძლებლობა ჯერ მომესმინა, შემდეგ კი გამეგო შენი სათქმელი. ამის მერე მუხლებზე დაშვებულიყო და ჯერ ღმერთისთვის ეცა თაყვანი, შემდეგ კი ჩემთვის. -გუშინ, როცა შინისკენ მივდიოდი და თან ისე ბნელოდა, როგორც არასდროს, ან კიდევ უკეთესი (ანუ, უარესი) - ისე ბნელოდა, როგორც არასდროსში, უცნობი ტიპი ამედევნა და საითაც არ უნდა გამეხვია, ისიც იმეორებდა მანევრს, ნელა, დაჟინებით მომყვებოდა, თავიდან არ მეშინოდა, მაგრამ მერე ვიგრძენი რომ არ მინდოდა ვინმე ამდევნებოდა ჩემივე თავის გარდა და შემეშინდა, რომ ეს ვინმე ჩემს თავს დააფრთხობდა, ამიტომ, ასე რომ არ მომხდარიყო გავიქეცი და თუმცა სირბილი ჩემი ოლიმპიური სპორტი სულაც არაა, სწრაფად გავიქეცი და ამ სირბილში იმის იმედი, რომ ჩამოვიტოვებდი უცნობს, თავისუფლად დამეწია. მაგრამ სამწუხაროდ უცნობიც თავისუფლად დამეწია და კიდევ უფრო სამწუხაროდ ჩიხში შევირბინე, გასასვლელი არსად ჩანდა, ამიტომ დამფრთხალ ჩემს თავს, რომელსაც ვეღარ დავიბრუნებდი, სინანულით შეველიე, თვალი გავაყოლე როგორ გადაევლო ჩიხის კედელს და გაუჩინარდა. რა გინდა-მეთქი, გაბრაზებულმა ვკითხე უცნობს. შენი შეპყრობაო, ქოშინით მიპასუხა. ვინ ჯანდაბა ხარ-მეთქი, მეც ვქოშინებდი, კარგა ხანს ვირბინეთ. განდიდების მანია ვარო, გაიმართა, თვალი გამისწორა. ასე შემიპყრო განდიდების მანიამ იმ ღამით. მას შემდეგ აღარ მშორდება და სულ თან დამყვება. -ყოველთვის ვიცოდი რომ უბერავდი, მაგრამ ასე? ნუ მომყვები, სახლში მივდივარ. -ბრედ პიტი ან ჯარედ ლეტო რომ ვიყო, ხომ არ მითაკილებდი? მითაკილებდი კი არა, მკლავზე ჩამომეკიდებოდი. მკლავზე კი არა, ყლ... -ეე, ეეე! რამდენს ბედავ, ხო არ გინდა ეს ჩანთა გირტყა მაგ რეგვენ თავში? არ ვიცი მირტყა თუ არა, მაგრამ ჩამობნელდა და მისი უკანალიც, რომელიც ალკოჰოლისგან დაქვეითებული მხედველობის ფონზე უჩვეულოდ მკაფიოდ ჩანდა, უჩვეულოდვე სწრაფად გაუჩინარდა და მარტო დავრჩი, მაგრამ მარტოობა იგი დიდხანს სულაც არ გაგრძელებულა და ბომჟი ნომერი ერთი გვერდზე მომიჯდა, ცალი ფეხი გაფარჩხა, ჯიბეში ხელი წვალებით ჩაიძვრინა, იქიდან წვალებითვე ამოაძვრინა ჭუჭყისფერი ღერი (აღარ ბნელოდა), მოუკიდა, გააბოლა და მითხრა: -როცა დილით დიდ და ფუმფულა საწოლში ვიღვიძებდი, ვიღვიძებდი უთენია და ვდგებოდი, ვდგებოდი და ვერცხლისფერ სააბაზანოში ხელ-პირს ვიბანდი, ვიბანდი და თან ფართო სარკეში ვიხედებოდი, ვიხედებოდი და ჩემს მოვლილ, მზრუნველად გაკრეჭილ წვერს ვხედავდი, ვხედავდი და თან სპეციალურად წვერისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული სავარცხლით ვივარცხნიდი, ვივარცხნიდი და თან იმაზე ვფიქრობდი, რომ სამსახურში არ დამგვიანებოდა, მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება უსახლ-კარობაა და ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი თუ მაღალი ხელფასი, უზრუნველყოფილი ცხოვრება მექნება და სექსუალური შეყვარებული მეყოლება. მე ჩემი თავი შიმშილსა და სიბინძურეში ვიპოვე, წამოვედი სახლიდან, სამსახურიდან და იმ ხალხისგან, ვისაც ახლობლად მივიჩნევდი, ახლა კი მძინავს სიცივეში, ჭუჭყშიც. მშია და აღარც ფული მაქვს, ჩემი წვერიც ჩემ მიერვე წაბილწულ ბუჩქს დაემსგავსა, გოგოები შორიდანვე მარიდებენ თავს, თვალს არავინ მისწორებს და მე ვხვდები, ეს ის მეა, რომელიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი. მე და ბომჟმა სახელად ნომერმა ერთმა ერთად დავიძინეთ, მეხუტებოდა არაეროტიკულ კონტექსტში და სიბინძურით მათბობდა (სიბინძურეზე უკეთ სითბოს ვერაფერი ინარჩუნებს). სითბო სასიამოვნო იყო და როცა თვალები დავხუჭე მივხვდი რომ არც მთვრალი ვიყავი, არც ქუჩაში ვიწექი, არც ბომჟი მეხუტებოდა. -ძილი სახლში. სამსახურში ვმუშაობთ. - ხმა კატეგორიული იყო, მთქმელი კიდევ უფრო და მზერა, რომლითაც ჯერ დახუჭულ, შემდეგ კი ფართოდ დაჭყეტილ, აწითლებულ თვალებს მიბურღავდა, კატეგორიულობის ყოველგვარ საზღვრებს სცილდებოდა და როცა ბოდიშების მოხდა პანტა-პუნტით, საქმიანი ფაცურის ფონზე დავიწყე, შემაჩერა და მითხრა, რომ გამეხუმრა და რომ ძილი ყველგან შეიძლება, ჩვენში გავრცელებული სტერეოტიპი კი იმის შესახებ, რომ ძილში სიცოცხლე უაზროდ გვეხარჯება, აბსოლუტური სისულელეა. - ძილში კი არა, სიფხიზლეში არ უნდა ვფლანგავდეთ დროს, მეცნიერები ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ - გამოიგონონ რაც შეიძლება მეტი საშუალება იმისთვის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი იძინონ, ანუ სიფხიზლის დრო მინიმუმამდე დაიყვანონ. ნამდვილი, სავსე, სიამოვნებებით დახუნძლული ცხოვრება ძილში უნდა ვეძებოთ და სხვაგან რომ ვეძებთ, მაგიტომ მიგვდის ცერად საქმე. მე არასოდეს დავუშლი ჩემს თანამშრომლებს ძილს, მეტიც, მალე ისეთ სამუშაოს შემოვიღებ, რომელიც მძინარე ადამიანებს დაასაქმებს, განცხადებასაც განვათავსებ შემდეგი შინაარსით: „ვეძებ მოდუნებულ, ძილის მოყვარულ ადამიანებს, რომლებსაც სძულთ აქტიური ცხოვრების წესი, უყვართ მთქნარება და სიზმრებისათვის დახუჭული თვალის დევნება. განაკვეთი - სრული, ანაზღაურება - გამომუშავებით. მოტივირებული და კომუნიკაბელური ახალგაზრდები, რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილებით ნუ გამოგვეხმაურებით! თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ სივი და სამოტივაციო წერილი სათაურით ‘რას ნიშნავს ჩემთვის ძილი’ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Dzilisguda@yahoo.com ან Sizmara@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ - მე მიყვარს ძილი (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას არ განვიხილავთ); გისურვებთ წარმატებებს!“ ოფისში სამუშაო მაგიდების ნაცვლად კომფორტულ ჰამაკებს გავკიდებ, სამუშაო საათები საღამოს ექვსიდან დაიწყება და დილის 11 საათამდე გაგრძელდება, ამ დროის 80 პროცენტს ძილში გავატარებთ. დარჩენილი 20 პროცენტი კი ძილში დაგროვილი ცოდნისა და შთაბეჭდილების აღრიცხვას დაეთმობა. მორჩა საუბარს და გამიღიმა, რითიც მანიშნა, რომ ახლა მე უნდა მეთქვა რამე, ამიტომ არც მე დავაყოვნე: -რაღატომ გამაღვიძეთ? - სამართლიანად გავიკვირვე, სამუშაო მაგიდაზე მიყრილი ქსეროასლები ერთად მოვაქუჩე, თავი ჩამოვდე და სანამ სიღრმისეულად ჩამთვლემდა, ვიგრძენი როგორ ამომიდო უფროსმა თავქვეშ ბალიში. ყოველთვის სასიამოვნოა სიმსუბუქის ახლებურად შეგრძნება და ორმაგად უსიამოვნო მოულოდნელად თავსდატეხილი სიმძიმის განცდა, ამიტომ რა გასაკვირია ჩემი უკმაყოფილება, როცა ძილი არავინ მაცალა და სადღაც მუცლის ქვეშ, ეროგენულ ზონებში ხელის ფათურმა გამომაფხიზლა და მერე რა, რომ სახლში ჩემს საწოლში ვიწექი, ხელი კი ჩემს შეყვარებულს ეკუთვნოდა, რომელმაც თვალის გახელისთანავე მითხრა, რომ თურმე ვბოდავდი, თითქოს სამსახურში ჩამთვლიმა და უფროსმა ამის ნება მომცა. -მაგრამ დღეს კვირაა, ცუნცულ და ეგეც რომ არა, სამსახური არ გაქვს და არც უფროსი გყავს, ცუდი რაღაცები დაგესიზმრა, დაგეხმარები განწყობის ამაღლებაში, სასიამოვნოდ გამოფხიზლებაში, ამ ქვეყნისკენ მობრუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელი იმ მომენტში საოცრად სექსუალური იყო, მის მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან ვერცერთმა მომხიბლა და ვუთხარი, რომ ადამიანი სასქესო ორგანოების გარეშე რომ დაიბადოს გაცილებით უკეთ იქნება, მარტო ის რად ღირს, ფემინისტები რომ აღარ იარსებებენ-მეთქი, თუმცა აზრი ბოლომდე ვერ ჩამოვაყალიბე, იმიტომ რომ ჩემი პენისისგან განსხვავებით მე მეძინებოდა, ვრბილდებოდი, ვპატარავდებოდი და გაქრობის პირას რომ მივედი ისევ განმაახლეს, ამჯერად ის გოგო დამადგა თავზე, რომელსაც გალეშილი მივდევდი უკან, მისი უკანალი ისევ თვალწინ დამიდგა (სამწუხაროდ არაპირდაპირი გაგებით, ანუ მხოლოდ გონებაში) და როცა ხმაც ლობიოს მარცვლებივით გავარჩიე, მითხრა: -სასწრაფოს ხო არ გამოვუძახო, ცუდად ხარ? გესმის ჩემი? - ლოყაზეც მომელაწუნა მანიკურიანი თითებით, შეშინებული ჩანდა, რა მიჭირს, სანამ ეგ კაბა გაცვია-მეთქი, ვანუგეშე და მოკლედ მოტკეცილ კაბაზე ვანიშნე, წამოვდექი. - დეგენერატო.. - მექანიკურად გამლანძღა და რეფლექსურად გაიღიმა, მაგრამ სულ აღარ იყო მიმზიდველი და სხვა გზით წავედი, გაკვირვებულმა ერთხანს მიყურა, მერე მხრები აიჩეჩა, ცხვირი აიბზუა, ტრაკი გამობზიკა, ძუძუები აისწორა, თმასაც შეავლო ხელი და გზა განაგრძო, მალევე გაქრა. მეც მალევე გავქრი და სანამ გავქრებოდი ამ ყველაფრის დაწერა მოვასწარი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უაზრობა გამოვიდა და დახევა დავაპირე, მაგრამ მერე იმასაც მივხვდი, რომ ძილში დაწერილს სიფხიზლეში ვერ დახევ, ამიტომ ხელები ცხვირთან ერთად ჩამოვუშვი, მთელი ძალით გავიქეცი ქვიშიანი სანაპიროსკენ, მივედი, ჩავყვინთე, ოღონდ წყალში კი არა, ქვიშაში და სიბნელეს რომ თვალი შევაჩვიე, მეზობელმა სირაქლემამ უხმო სალამი მომცა. სალამი, რომლის აღქმაც მარტო სირაქლემებს ან იმათ შეუძლიათ, ვინც ხშირად რგავენ თავებს ქვიშაში. ჩარგულმა თავმა მალე გაიხარა, ფესვები გაიდგა და აყვავილდა, ბუნებით უპრეტენზიო გამოდგა, მორწყვასა და დიდ ყურადღებას არასოდეს ითხოვს, მთავარია ვინმემ მუდმივ ჩრდილში არ მოაქციოს, არ გადაუაროს და მიწასთან არ გაასწოროს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. სარკმელი 2, ველი სარკმელ სამს, ტრილოგია ყოველთვის მხიბლავდა სარკმელი 2, ველი სარკმელ სამს, ტრილოგია ყოველთვის მხიბლავდა
11. შარშან ქონდა ნასას გამოცხადებული ძილისგუდებისთვის, ექვსთვიანი სამუშაო, ანუ ძილი :))) კარგ 78 000 დოლარსაც იხდევინებოდნენ. ერთი ვიფიქრე რომ ქართული სამუშაოათქო, ახლა ისევ გამახსენდა :)) ხო ქსეროასლი არ არსებობს, არსებობს ასლი ზეროქსი (ქსეროქსის სახელით რომ ვიცნობთ) ფირმაა და პირველი იყო საქართველოში (ესეც ნიპრიჩომ გამახსენდა) მომეწონა, კარგად გადმოსცემ შარშან ქონდა ნასას გამოცხადებული ძილისგუდებისთვის, ექვსთვიანი სამუშაო, ანუ ძილი :))) კარგ 78 000 დოლარსაც იხდევინებოდნენ. ერთი ვიფიქრე რომ ქართული სამუშაოათქო, ახლა ისევ გამახსენდა :)) ხო ქსეროასლი არ არსებობს, არსებობს ასლი ზეროქსი (ქსეროქსის სახელით რომ ვიცნობთ) ფირმაა და პირველი იყო საქართველოში (ესეც ნიპრიჩომ გამახსენდა) მომეწონა, კარგად გადმოსცემ
10. = ) შავით თეთრზე მიწერია, ,,მგონია"-მეთქი. თქვენი პასუხები მხოლოდ და მხოლოდ და კიდევ ერთხელ მხოლოდ სულელურ გაჯიუტებას ჰგავს ჰუ ნოუზ, რის გამო. აქაც რომ არაფერი დამწამოთ, ჩემი აზრით, რაღა თქმა უნდა = ) = ) შავით თეთრზე მიწერია, ,,მგონია"-მეთქი. თქვენი პასუხები მხოლოდ და მხოლოდ და კიდევ ერთხელ მხოლოდ სულელურ გაჯიუტებას ჰგავს ჰუ ნოუზ, რის გამო. აქაც რომ არაფერი დამწამოთ, ჩემი აზრით, რაღა თქმა უნდა = )
9. "თქვენ კომენტარში წერთ ჰამსუნი კარგადაა და პატარა ჰამსუნებიც ყავს, ანუ თქვენ თავს გულისხმობთ. ვერ აღგიქვით ჰამსუნის მოსწავლედ"- სარკმელი2.
თავს უფლებას მივცემ და ავტორის ნაცვლად გიპასუხებთ- კნუტი ჰამსუნი ავტორის ფისოა :) აი, ის ნამდვილ ჰამსუნურ რამეებს ამბობს ხოლმე ;) პატარა ჰამსუნების ამბავი კი მეც არ ვიცოდი და გამიხარდა :)
"თქვენ კომენტარში წერთ ჰამსუნი კარგადაა და პატარა ჰამსუნებიც ყავს, ანუ თქვენ თავს გულისხმობთ. ვერ აღგიქვით ჰამსუნის მოსწავლედ"- სარკმელი2.
თავს უფლებას მივცემ და ავტორის ნაცვლად გიპასუხებთ- კნუტი ჰამსუნი ავტორის ფისოა :) აი, ის ნამდვილ ჰამსუნურ რამეებს ამბობს ხოლმე ;) პატარა ჰამსუნების ამბავი კი მეც არ ვიცოდი და გამიხარდა :)
8. აქ კომენტარებს შემოვყევი და კიდევ სათაურს, რომელიც კნუტ ჰამსუნის ,,მისტერიების'' ასოციაციას იწვევს. თქვენ კომენტარში წერთ ჰამსუნი კარგადაა და პატარა ჰამსუნებიც ყავს, ანუ თქვენ თავს გულისხმობთ. ვერ აღგიქვით ჰამსუნის მოსწავლედ..ჰამსუნის გმირებს ეროტიკული ფანტაზიები არ აწუხებდნენ. ყველა ავტორს აქვს უფლება როგორც სურს ისე წეროს, ასევე ჩვენც , მკითხველებსაც, რომლებსაც გვაქვს პრეტენზია რომ პროზაული ნაწარმოების სწორად გაგება შეგვიძლია უნდა გვქონდეს იმის საშუალება თქვენს გვერდზე კრიტიკული აზრი დავაფიქსიროთ. გამაღიზიანებელი იცი რა არის? როცა წინასწარ გათვლილი ბოღმით ცთილობენ დამცირებას. ვინც კომენტარები დაგიწერათ ასეთები მათ შორის არ არიან. აქ კომენტარებს შემოვყევი და კიდევ სათაურს, რომელიც კნუტ ჰამსუნის ,,მისტერიების`` ასოციაციას იწვევს. თქვენ კომენტარში წერთ ჰამსუნი კარგადაა და პატარა ჰამსუნებიც ყავს, ანუ თქვენ თავს გულისხმობთ. ვერ აღგიქვით ჰამსუნის მოსწავლედ..ჰამსუნის გმირებს ეროტიკული ფანტაზიები არ აწუხებდნენ. ყველა ავტორს აქვს უფლება როგორც სურს ისე წეროს, ასევე ჩვენც , მკითხველებსაც, რომლებსაც გვაქვს პრეტენზია რომ პროზაული ნაწარმოების სწორად გაგება შეგვიძლია უნდა გვქონდეს იმის საშუალება თქვენს გვერდზე კრიტიკული აზრი დავაფიქსიროთ. გამაღიზიანებელი იცი რა არის? როცა წინასწარ გათვლილი ბოღმით ცთილობენ დამცირებას. ვინც კომენტარები დაგიწერათ ასეთები მათ შორის არ არიან.
7. არაჩვეულებრივო წევრო, ჰამსუნი კარგადაა და პატარა ჰამსუნებიც ჰყავს ^^ მისის სმიტ, ცდები, საშინელი მკითხველი ხარ ჩემი მოკრძალებული აზრით იმიტომ რომ ზედმეტად რაციონალურად უდგები ისეთ ტექტსებსაც კი რომელიც მკითხველისგან რაციონალიზმს და მათემატიკურ კირკიტს სულაც არ მოითხოვს (და ლიტერატურული ტექსტების უმეტესობა სწორედ ასეთია). და მერე რა, რას მაძლევს ეს ტექსტი, რაღაცა ხო უნდა ეთქვა და მიზანი ჰქონოდა. - ჩემთვის კარგი მკითხველის ლოგიკა ასე ნამდვილად არ გამოიყურება. ლიტერატურულ ნაწარმოებს რაღაც კონკრეტული მიზეზით არ ვკითხულობ და უმეტეს შემთხვევაში დასასრულს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ისევე როგორც სიუჟეტს, ამიტომ მე ვარ კარგი მკითხველი და ყველა ჩემნაირი, რაღა თქმა უნდა ჩემივე აზრით. ავტორი ბევრს ნამდვილად არ ლაპარაკობს, მეტიც, ავტორი ცოტას ლაპარაკობს და საერთოდაც, თითქმის სულ არ ლაპარაკობს. ნუ გავიწყდება რომ რაღაცაზე შენი აზრი მარტო შენი აზრია და რეალობა რომელიც ლიტერატურაში არასოდესაა უნივერსალური, სულაც არაა ვალდებული შენს აზრს დაემთხვეს. არაჩვეულებრივო წევრო, ჰამსუნი კარგადაა და პატარა ჰამსუნებიც ჰყავს ^^ მისის სმიტ, ცდები, საშინელი მკითხველი ხარ ჩემი მოკრძალებული აზრით იმიტომ რომ ზედმეტად რაციონალურად უდგები ისეთ ტექტსებსაც კი რომელიც მკითხველისგან რაციონალიზმს და მათემატიკურ კირკიტს სულაც არ მოითხოვს (და ლიტერატურული ტექსტების უმეტესობა სწორედ ასეთია). და მერე რა, რას მაძლევს ეს ტექსტი, რაღაცა ხო უნდა ეთქვა და მიზანი ჰქონოდა. - ჩემთვის კარგი მკითხველის ლოგიკა ასე ნამდვილად არ გამოიყურება. ლიტერატურულ ნაწარმოებს რაღაც კონკრეტული მიზეზით არ ვკითხულობ და უმეტეს შემთხვევაში დასასრულს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ისევე როგორც სიუჟეტს, ამიტომ მე ვარ კარგი მკითხველი და ყველა ჩემნაირი, რაღა თქმა უნდა ჩემივე აზრით. ავტორი ბევრს ნამდვილად არ ლაპარაკობს, მეტიც, ავტორი ცოტას ლაპარაკობს და საერთოდაც, თითქმის სულ არ ლაპარაკობს. ნუ გავიწყდება რომ რაღაცაზე შენი აზრი მარტო შენი აზრია და რეალობა რომელიც ლიტერატურაში არასოდესაა უნივერსალური, სულაც არაა ვალდებული შენს აზრს დაემთხვეს.
6. მე ისევ მგონია, რომ ავტორი ბევრს ლაპარაკობს.
მაგრამ ისიც მგონია, რომ კარგი მკითხველი ვარ და შემიძლია ვიპოვო ასეთი წინადადებები და არამხოლოდ ვიპოვო, აზრიც კი გავიზიარო:
,,საოცრად რომანტიკულია, ანუ გულისამრევად სულელური"
ანდა კიდევ ეს:
,,ისე ბნელოდა, როგორც არასდროსში". ეს სჯობს პირველს, ცალსახად. თუმცა აღნიშვნად არ ღირდა
ჰო, იმდენად კარგი მკითხველი ვარ, რომ შემიძლია ბოლომდე დავუჯერო ავტორს. ამიტომაცაა, რომ არც ერთ მინიშნებას არ ვტოვებ ხოლმე ტექსტებში. ნაწერებში ნახსენებ მუსიკაზე, წიგნებსა თუ ფილმებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ელ-ფოსტებსაც კი ,,ვეტანები" ხოლმე.
აქაურ განცხადებაზე გამახსენდა, როგორ გამოვეხმაურე ერთხელ განცხადებას, რომელიც ზუსტად ასე იკითხებოდა: ,,ვარ მოქანდაკე. მჭირდება დამხმარე გოგონა. საქმის ადგილზე შესწავლით. აუცილებელი მოთხოვნები: გრძელი, ლამაზი თითები." და საინტერესო ელ-ფოსტის მისამართი, რომელსაც (რა იცი, რა ხდება და) არ გამოვფენ
ჰო, რაც გაგახსენდება, ყველაფერი არ უნდა მოყვე
დდდა მაინც, კარგი მკითხველი უნდა ვიყო მე
მე ისევ მგონია, რომ ავტორი ბევრს ლაპარაკობს.
მაგრამ ისიც მგონია, რომ კარგი მკითხველი ვარ და შემიძლია ვიპოვო ასეთი წინადადებები და არამხოლოდ ვიპოვო, აზრიც კი გავიზიარო:
,,საოცრად რომანტიკულია, ანუ გულისამრევად სულელური"
ანდა კიდევ ეს:
,,ისე ბნელოდა, როგორც არასდროსში". ეს სჯობს პირველს, ცალსახად. თუმცა აღნიშვნად არ ღირდა
ჰო, იმდენად კარგი მკითხველი ვარ, რომ შემიძლია ბოლომდე დავუჯერო ავტორს. ამიტომაცაა, რომ არც ერთ მინიშნებას არ ვტოვებ ხოლმე ტექსტებში. ნაწერებში ნახსენებ მუსიკაზე, წიგნებსა თუ ფილმებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ელ-ფოსტებსაც კი ,,ვეტანები" ხოლმე.
აქაურ განცხადებაზე გამახსენდა, როგორ გამოვეხმაურე ერთხელ განცხადებას, რომელიც ზუსტად ასე იკითხებოდა: ,,ვარ მოქანდაკე. მჭირდება დამხმარე გოგონა. საქმის ადგილზე შესწავლით. აუცილებელი მოთხოვნები: გრძელი, ლამაზი თითები." და საინტერესო ელ-ფოსტის მისამართი, რომელსაც (რა იცი, რა ხდება და) არ გამოვფენ
ჰო, რაც გაგახსენდება, ყველაფერი არ უნდა მოყვე
დდდა მაინც, კარგი მკითხველი უნდა ვიყო მე
5. სულ მიკვირს- როგორ ახერხებს ეს ავტორი ასე მძიმედ წეროს და მაინც ასე მსუბუქად იკითხებოდეს :)
სულ მიკვირს- როგორ ახერხებს ეს ავტორი ასე მძიმედ წეროს და მაინც ასე მსუბუქად იკითხებოდეს :)
4. მოკლედ, ვკითხულობ სულ შენს ნაწერებს. ძალიანაც მომწონს, იმიტომ ვწერ ახლა აქ რომ რაღაც გამიგია,უნდა ამჩნევდეს მწერალი რომ კითხულობენო, ნუ მთლად ასე არ გამიგია,მარა აზრი ეგ არის.
სულ მინდა გკითხო სადაა კნუტ ჰამსუნი? მოკლედ, ვკითხულობ სულ შენს ნაწერებს. ძალიანაც მომწონს, იმიტომ ვწერ ახლა აქ რომ რაღაც გამიგია,უნდა ამჩნევდეს მწერალი რომ კითხულობენო, ნუ მთლად ასე არ გამიგია,მარა აზრი ეგ არის.
სულ მინდა გკითხო სადაა კნუტ ჰამსუნი?
3. მადლობა ^^ ცის პურო, მართლაც ისტერიები რომაა, მაგიტომაც ჰქვია მართლაც ისტერიები :)))) მადლობა ^^ ცის პურო, მართლაც ისტერიები რომაა, მაგიტომაც ჰქვია მართლაც ისტერიები :))))
2. მომწონს... :-* ძალიან კარგი იყო...არაჩვეულებრივად წერთ... 555 მომწონს... :-* ძალიან კარგი იყო...არაჩვეულებრივად წერთ... 555
1. მართლაც ისტერიებია :( მართლაც ისტერიებია :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|