 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 7 აპრილი, 2016 |
ადრე: "კაფეს კუთხეში ლუდს წრუპავენ და შლიან ბანქოს გროტესკები და ჩემი ბედის ირონიები..."
ახლა:
გავაგროტესკე ჩემი თავი და ახლა ვგავარ პუანტილიზმით შესრულებულ საკუთარ პორტრეტს. როცა ვიძინებ, ანუ ნამდვილ სიზმრიდან გავალ, ყოველთვის მრჩება განცდა, თითქოს სხეული მტოვებს.
გავაგროტესკე ჩემი თავი და ჩემივ ნებით ვიტარებ ცდებს და ექსპერიმენტს, თქვენც შეგიძლიათ გამომიყენოთ კიბოს წამლის საცდელ ვირთხად ან ქუჩაში მარტო, უსახლკაროდ მბორგავ ბიძიად, რომელსაც ეტყვით - ბინძურია, ან რომ გიყვარდათ...
გავაგროტესკე ჩემი თავი, აქ თითო წერტილს მრავალწერტილის ფუნქცია აქვს ანუ ვდუმდები ასე პოეტურ ღამეებად და რასაც ვწერდი, თქვენისთანები გულიანად ანულირებენ.
პუანტილისტი მწერალი ვარ და ირონიაც აგდია აქვე, ჩემი საჭმლის უტარო კოვზი... რა დროს ტერენტი, გალა ან და ბაირონია, დღეს ჩვენ ლექსებში ერთად ვტირით, რომ დრო გაბოზდა -
ჩვენი ნერვების საფასურად იაფფასიან და ერთჯერადად სასიამო სტრიქონებს გვესვრის.... წამოვიხურეთ ქუდად მთელი წინა აზია და საიდუმლოდ არ ვუტოვებთ არაფერს ლექსებს.
გროტესკებზე და ჩემი ბედის ირონიებზე რასაც ვამბობდი, აღარ გირჩევთ, მნახოთ პირადად... რადგან დროა, რომ პოეზიას სულით მივეცე, თქვენ გაპიარდით.
______ (მიძღვნა უდაბნოს ანგელოზს, ქვიშის ანგელოზს)
სილფი, აპრილები კვირტებს მოთესავენ, ლექსი კვლავ სიმთვრალეს მაგონებს... შენში დადებული თოვლის პოეზია იქნებ ამოვფიფქო როგორმე... შენში აღმართული ქვიშის კოშკებიდან ვნახავ პირამიდის ნარჩენებს... როცა ღიმილები გაბავშვებენ, თითქოს მეტაფორებს არჩენენ... არის კარნავალი, კუბი ტილოების, სიურეალი ან ნაბიზმი... თითქოს სამყაროსკენ ვტრიალდები, ხელს რომ არასოდეს გამიშვებს ზეცა, არც გავამხელ, სულ ერთია, მაინც დავუძახებ მოგონილს... ჩემში ჩამარხული წვიმის პოეზია ამომაშრობინე როგორმე - სილფი, დადაისტი, მემარცხენე მარტი გავისტუმრეთ კარს იქით, ვეღარ მგონია, რომ შემარცხვინონ ცივი სიბრალულის კასტებმა... აღარ მგონია, რომ მაშინებდეს ღამე - ჩასალეწი შუშებით. მაინც გავიხსენე მაშინდელი, ქვიშაში ვწევარ და ვშუშდები... მთვარე - უძილო და მკბენარივით აქვე გაიმზადებს ლოგინებს... ჰო, მე ძილი ისე მეკარება, როგორც შენს ხასიათს ლოგიკა. კვირტთა იმედები მომესია, ვადგენ ასეთ ფიქრთა ლოგოებს... შენში დადებული თოვლის პოეზია უნდა ამოვფიფქო როგორმე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შინაარსის ლექსებია ესენი და, ამდენად, სუსტებია ნამდვილად შინაარსის ლექსებია ესენი და, ამდენად, სუსტებია ნამდვილად
4. მეორე ლექსი სთხოვე " ნეფერტარი"-იმ წაიკითხოს. მეორე ლექსი სთხოვე " ნეფერტარი"-იმ წაიკითხოს.
3. მეორეს დასაწყისს არაუშავს
მეორეს დასაწყისს არაუშავს
2. არც გავამხელ, სულ ერთია, მაინც დავუძახებ მოგონილს... ჩემში ჩამარხული წვიმის პოეზია ამომაშრობინე როგორმე - არც გავამხელ, სულ ერთია, მაინც დავუძახებ მოგონილს... ჩემში ჩამარხული წვიმის პოეზია ამომაშრობინე როგორმე -
1. არ მომეწონა, ვერაფერმა მოიტანა არ მომეწონა, ვერაფერმა მოიტანა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|