| ავტორი: ანუ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 აპრილი, 2016 |
მტრედი ვიპოვე , ძირს ეგდო … ავიყვანე, თვალები აატრიალა… პირქვე დავაყუდე, რძე წამოუვიდა… ვაკოცე , გაცოცხლდა… ვეფერე , პატარა ბიჭად გადაიქცა… ვაჭამე , გაიზარდა… შეშურდათ , სახლიდან გამიგდეს… ვეძებე, ვერ ვნახე…ვერ ვიტირე, დავინაცრე... დრო გავიდა, მოვიდა... მტრედი აღარ იყო , არწივად ქცეულა... წითელი ფეხები აღარ ქონდა , დეზები უჩანდა... პურს აღარ ჭამდა, ხორცი უყვარდა... მშვიდობის ვიყავიო, ბრძოლის გავხდიო... ვღუღუნებდიო , გავყივივარო... სუსტი ვიყავიო, ძლიერი გავხდიო... მსხვერპლად შემწირესო, ახლა მსხვერპლს ვირჩევო... კი ვერ მიდედეო, მაინც გეშვილეო... უმწეო იყო, მაშინ მიყვარდა...მტაცებლად მოვიდა, მაინც მიყვარს... რომ და-( გა) მაქციოს , მაინც მეყვარება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. საინტერესოა...მომწონს ანუ...:-* საინტერესოა...მომწონს ანუ...:-*
6. დიდი მადლობა ტკბილ ნ ე ქ ტ ა რ ს :) დიდი მადლობა ტკბილ ნ ე ქ ტ ა რ ს :)
5. საინტერესოა ძალიან, ძალიან, მომეწონა. დამაფიქრა. რამდენი რამ ხდება სიცოცხლეში ტკივილითაც, სიხარულითაც.
ნ ე ქ ტ ა რ ი. საინტერესოა ძალიან, ძალიან, მომეწონა. დამაფიქრა. რამდენი რამ ხდება სიცოცხლეში ტკივილითაც, სიხარულითაც.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
4. გაგების გვირილა მჭირდება... გავიგე, ვერ გავიგე, გავიგე... გაგების გვირილა მჭირდება... გავიგე, ვერ გავიგე, გავიგე...
3. ეეეჰ...................... ეეეჰ......................
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|