 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 19 აპრილი, 2016 |
..... მორიგი მოგზაურობისას პატარა ქალაქში გავჩერდი, დუქანში შევედი, ცოტაოდენი საჭმელი და ღვინო შევუკვეთე ,დავჯექი და სახლზე, მეგობრებზე, მომავალზე დავფიქრდი. ასე ვიჯექი გარინდული დიდხანს .... უცებ ვიღაც შემეხო, ..ჩემს წინ მოხუცი იდგა, ცალი თვალი მოეხუჭა, მეორე კი საოცრად უბრჭყვიალებდა, გამოშვერილი ხელი ოდნავ უცახცახებდა. გამიკითხეო, მთხოვდა, ერთხანს ჯიბისკენ წავიღე ინსტიქტურად ხელი, მაგრამ გადავიფიქრე, ფული გზის გასაგრძელებლად მჭირდებოდა და არც ისე ბევრი მქონდა. მერე თავი გადავაქნიე, ღვინის ჭიქას დავუწყე წვალება უხერხულად, მზერა მოვადუნე და შემთვრალი ხალხით სავსე დარბაზს დავუწყე თვალიერება, თითქოს იქ საინტერესო ხდებოდა რამე! თვალის კუთხით დავინახე თუ როგორ შეტრიალდა მოხუცი და ნელა გამშორდა, კარი გაიხურა და ორიოდ წუთში წვიმამ დასცხო. ავდექი, დახლთან მივედი რომ კიდევ ამეღო რამე, მაგრამ უცებ საოცარი შეგრძნება დამეუფლა, დაუძლეველი, საჩქაროდ შევტრიალდი და გარეთ გავვარდი საშინლად წვიმდა, ირგვლივ არაფერი ჩანდა, გავიქეცი, წვიმა საყელოში მეღვრებოდა მერე გამახსენდა რომ საწვიმარი დუქანში დამრჩა! ---ეი, მოხუცო! ეი! ---ვყვიროდი მთელი ხმით და წვიმის ხმაურის გადაფარვას ვცდილობდი სახეში რომ მცემდა პაწაწკინტელა ხანჯლებივით... პირი წყლით მევსებოდა, ცოტაც და აი დავეწიე!... ნელა მიჩანჩალებდა, წელში მოხრილი, ხელი ვტაცე. არ გაკვირვებია ---წამოდი-- ვუთხარი და შევანჯღრიე. წამომყვა, მედიდური იერით, დუქანში დავბრუნდით, დავსვი , კიდევ შევუკვეთე საჭმელი და ღვინო, მერე ფული ამოვიღე და დარცხვენილმა რაღაც ნაწილი გაზინთლულ ჯიბეში ჩავუტენე. დალია, მერე კიდევ და კიდევ, მეც შევთვერი, გარეთ წვიმდა, არსად მეჩქარებოდა, საუბარი მომინდა მასთან, ჯერ მოკლედ მპასუხობდა , მერე უცებ საოცარი ისტორია მომიყვა არ ვიცი, ტყუოდა მოხუცი თუ არა, გატაცებით კი ყვებოდა ..ხანდახან იხრებოდა ჩემსკენ, დარბაზს შიშით თვალს მოავლებდა და ჩურჩულზე გადადიოდა....
ს.ნ. 2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აქ მე წარსულისა და აწმყოს შეუსაბამობა დავინახე რაც ცხოვრებას ახასიათებს და რასაც ადამიანები ვერ ვგრძნობთ თუ ვერ ვამჩნევთ .... დავინახე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი....... ეს ვიღაცისთვის ღადავი იყო ჩემთვის კი მკაცრი რეალობის შეგრძნება...... მომეწონა თან ძალიან აქ მე წარსულისა და აწმყოს შეუსაბამობა დავინახე რაც ცხოვრებას ახასიათებს და რასაც ადამიანები ვერ ვგრძნობთ თუ ვერ ვამჩნევთ .... დავინახე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი....... ეს ვიღაცისთვის ღადავი იყო ჩემთვის კი მკაცრი რეალობის შეგრძნება...... მომეწონა თან ძალიან
2. რა არის ღადავი? მე ვფიქრობ რომ ღადავი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაა, არც მყარი განმარტება არსებობს რაა ღადავი და რა -----მართლა წერა. :) რა არის ღადავი? მე ვფიქრობ რომ ღადავი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაა, არც მყარი განმარტება არსებობს რაა ღადავი და რა -----მართლა წერა. :)
1. სერგეი...:-* კაი ვინმეა ეს შენი გმირი, მათხოვარს მასე რომ მოექცა, მაგრამ, რომ იძახის, წვიმაში გავრბოდი და პირი წყლით მევსებოდაო...-პირაღმა გარბოდა, თუ როგორაა მაგისი საქმე?...:)) ვფიქრობ, რომ შენც გვეღადავები ამ რომანით...:)) თუ მართლა წერ?...:-* სერგეი...:-* კაი ვინმეა ეს შენი გმირი, მათხოვარს მასე რომ მოექცა, მაგრამ, რომ იძახის, წვიმაში გავრბოდი და პირი წყლით მევსებოდაო...-პირაღმა გარბოდა, თუ როგორაა მაგისი საქმე?...:)) ვფიქრობ, რომ შენც გვეღადავები ამ რომანით...:)) თუ მართლა წერ?...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|