 | ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია 9 მაისი, 2016 |
ნუ გეშინია, მარტოობას მიჩვეული ვარ. შენ ის მითხარი, ერთად ყოფნა რანაირია. ამინდმა წვიმა მოიმარჯვა, მზეს ველოდები, სხივები მინდა, თორემ სულ მთლად გადაირია გული.. თან ვდარდობ, შენი ერთი მზერაც მეყოფა და ღიმილსაც თუ გაიმეტებ, უკეთესია. როგორც გითხარი, მარტოობა ჩემი დედაა შენი ნახვა კი - ჩემი მხსნელი, ჩემი მესია. თმაზე, მკლავებზე გამეტებით მაწვიმს, ვსველდები, გულს გაძლევ, მთელ გულს უსასყიდლოდ გითმობ, გთავაზობ. ალბათ, იგრძნობ და მოლოდინით შემეგებები, იქნებ შენც გინდა დღეები რომ გაგილამაზო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა ყველას, აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნებს <3 მადლობა ყველას, აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნებს <3
9. ლამაზად წავიდა.ცოტა ბოლოში მელოდიურობა დამაკლდა:) წარმატებები +5 ლამაზად წავიდა.ცოტა ბოლოში მელოდიურობა დამაკლდა:) წარმატებები +5
8. "უსასყიდლოდ" -ეს სიტყვა აფუჭებს ამ მსუბუქ ლექსს, ღიმილები კი სათაურს. ++ "უსასყიდლოდ" -ეს სიტყვა აფუჭებს ამ მსუბუქ ლექსს, ღიმილები კი სათაურს. ++
7. პირადულია. ორმხრივად კარგია. პირადულია. ორმხრივად კარგია.
6. მადლობა ყველას :))) ბატონო მუხავ, გულის შეთავაზების ამბავი ფარულაფდ ხორციელდება :))) მადლობა ყველას :))) ბატონო მუხავ, გულის შეთავაზების ამბავი ფარულაფდ ხორციელდება :)))
5. ლამაზი სევდაა. მომეწონა ლამაზი სევდაა. მომეწონა
4. გულს გაძლევ, მთელ გულს უსასყიდლოდ გითმობ, გთავაზობ. ლექსი კარგია თუმცა "შეძლეულ პურს ძაღლიც არ ეტანებაო" ამბობენ. გულს გაძლევ, მთელ გულს უსასყიდლოდ გითმობ, გთავაზობ. ლექსი კარგია თუმცა "შეძლეულ პურს ძაღლიც არ ეტანებაო" ამბობენ.
3. მსუბუქია...ლამაზადაც იკითხება...მომწონს...:-* მსუბუქია...ლამაზადაც იკითხება...მომწონს...:-*
2. სიყვარული :)))) სიყვარული :))))
1. არის აქ რაღაცა, რა არ ვიცი… არის აქ რაღაცა, რა არ ვიცი…
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|