ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2016


გუშინ მე მოვკვდი

***
გუშინ მე მოვკვდი,
სიკვდილი ძნელი სულაც არაა!
გუშინ მე მოვკვდი...
თითქოს ყველა ჩიტმა ერთად აკენკა
ჩემი მიწას დანარცხებული სული,
ყველა არდაბადებული ბავშვი ერთად დაიბადა,
ათასმა ბაბუაწვერამ,
თავსაბურავი გაფანტა
ქარში,
ყველა მოხუცი ბავშვობას დაუბრუნდა.
გუშინ მე მოვკვდი.
ვცადე,
მაინც გავიფიქრე,
იქნებ ცოტაც მამყოფა,
იქნებ, სადმე მაინც იყოფიან გზები,
იქნებ, სადმე მაინც იკვეთებიან ზღვები,
იქნებ, თვითონ გვინანიებენ ცოდვები!
ვერ დავიჯერე,
მოვკვდი.
და როცა მოვკვდი,
დაგიბარეთ _
ჩემი ცხოვრების უტყუარ ფაქტად შემორჩენილი ძვლები,
შორს გადამალეთ,
ჩარგეთ მიწაში
და ნუ დანამავთ ცრემლებით,
ნუ ელით ნაყოფს,
ძვალი ძვალია, ვერ გაიხარებს.
როგორც გითხარი,
გუშინ მე მოვკვდი,
მენდე,
ეს სულაც არაა ძნელი,
გამიშვი ხელი,
როგორც იქნა, ფრენა ვისწავლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები