 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 29 ნოემბერი, 2016 |
გამომიარე „მეგობარო“, კარგად ყოფნა მჭირს, ყველა ტკივილი გავატანე წყალს სიზმარივით... იქნებ, დაიკლო შენმა შურმა ცოტა წონაში, მადლიც მექნება და მოყრილი მადლზე მარილიც!.. გამომიარე მეგობარო, ან დამირეკე, თვალშესავლები ცხოვრება მაქვს, ბედი მენდობა! ჩემს თვალში ბეწვი შეამჩნიე, შენი დირე კი, გვერდზე გადავდე, ისე, როგორც უიმედობა... ამოიფერთხე მეგობარო, თუნდაც ყოფილო, გულჯიბეები, სადაც ეჭვებს ჭია უჩნდებათ! იქნებ, ამჯერად ხსოვნის ერთი დღე ვიმყოფინოთ უერთმანეთო ყოფის გულის ასაჩუყებლად... 29.11.16
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ვა, რა კარგია ვა, რა კარგია
22. გამომიარე მეგობარო, ან დამირეკე, თვალშესავლები ცხოვრება მაქვს, ბედი მენდობა! ჩემს თვალში ბეწვი შეამჩნიე, შენი დირე კი, გვერდზე გადავდე, ისე, როგორც უიმედობა... 555 გამომიარე მეგობარო, ან დამირეკე, თვალშესავლები ცხოვრება მაქვს, ბედი მენდობა! ჩემს თვალში ბეწვი შეამჩნიე, შენი დირე კი, გვერდზე გადავდე, ისე, როგორც უიმედობა... 555
20. მოეწონა მოჩვენებას მოეწონა მოჩვენებას
19. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
17. ლამაზად თოვს აქ...
) ლამაზად თოვს აქ...
)
16. პირველ ნახევარს ვერაფერი გავუგე. მეორე ნახევარს მგონი მივხვდი და მომეწონა. პირველ ნახევარს ვერაფერი გავუგე. მეორე ნახევარს მგონი მივხვდი და მომეწონა.
15. გამომიარე „მეგობარო“, კარგად ყოფნა მჭირს.
ხუთიანი, ხუთიანი თი ნა ნა. გამომიარე „მეგობარო“, კარგად ყოფნა მჭირს.
ხუთიანი, ხუთიანი თი ნა ნა.
13. ჩვენ აქ არ გამოგვივლია - ჩვენ აქ ვიყავით
) ჩვენ აქ არ გამოგვივლია - ჩვენ აქ ვიყავით
)
12. რა კარგია... რა კარგია...
11. ძალიან კარგია.
მინდოდა, რომელიმე განსაკუთრებულად კარგი სტრიქონი ამომერჩია და ვერ შევძელი. ყველა თანაბარია.
ძალიან კარგია.
მინდოდა, რომელიმე განსაკუთრებულად კარგი სტრიქონი ამომერჩია და ვერ შევძელი. ყველა თანაბარია.
10. მტკივნეული თემატიკაა. ლექსად კი - მშვენიერი.
მტკივნეული თემატიკაა. ლექსად კი - მშვენიერი.
9. გული-გულია თქვენი პოეზია. გული-გულია თქვენი პოეზია.
8. საყოფაცხოვრებო ლექსია, სახელმძღვანელოც- როგორ უნდა იცხოვრო :)
საყოფაცხოვრებო ლექსია, სახელმძღვანელოც- როგორ უნდა იცხოვრო :)
7. მეც დავდევი ფესბუქზე ვააა... ჰოდა პირველები იურისტები გამოეხმაურნენ როგორ საზოგადოების ყველაზე კრეატიული "სასტავი".
მეც დავდევი ფესბუქზე ვააა... ჰოდა პირველები იურისტები გამოეხმაურნენ როგორ საზოგადოების ყველაზე კრეატიული "სასტავი".
6. ეს ლექსი ფეისბუქზე დადებისთანავე დაბეჭდა სააგენტო expressinfo-მ. მადლობა ნიაკო, ნეფერტარ, მუხა და ოთარ!!! ეს ლექსი ფეისბუქზე დადებისთანავე დაბეჭდა სააგენტო expressinfo-მ. მადლობა ნიაკო, ნეფერტარ, მუხა და ოთარ!!!
5. მაგარია, ეს ფეისბუქზე უნდა დავდო, :) 5.
მაგარია, ეს ფეისბუქზე უნდა დავდო, :) 5.
3. გყლი-გულია თქვენი პოეზია ! გყლი-გულია თქვენი პოეზია !
2. დიდი მადლობა, ნია-კო, ეს შენ ხარ გულიანი და გემოვნებიანი მკითხველი!!! <3 დიდი მადლობა, ნია-კო, ეს შენ ხარ გულიანი და გემოვნებიანი მკითხველი!!! <3
1. ამისთვის შემოვედი ახლა აქ. შემოვედი, რომ მეთქვა, საოცარი ლექსია... უერთმანეთობას რომ გადაგაფიქრებინებს, ისეთი ლექსი. მიყვარხარ და მენატრები ძალიან, უნიჭიერესო, არავის მსგავსო და ძალიან მაგარო პოეტო ამისთვის შემოვედი ახლა აქ. შემოვედი, რომ მეთქვა, საოცარი ლექსია... უერთმანეთობას რომ გადაგაფიქრებინებს, ისეთი ლექსი. მიყვარხარ და მენატრები ძალიან, უნიჭიერესო, არავის მსგავსო და ძალიან მაგარო პოეტო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|