მიმართვა ქართველ ლიბერალებს (ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში მიმავალი ე.წ. "აბრეშუმის გზის" საქართველოსთვის გვერდის ავლასთან დაკავშირებით)
2017 წლის მდგომარეობით, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე (მალე პირველ ადგილზე გავა), ანტი-ლიბერალური კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში მიმავალმა ე.წ. "აბრეშუმის გზამ" საქართველოს გზა აუარა.
პირველი ჩინური მატარებელი ჩინეთიდან ჩავიდა ბრიტანეთის კუნძულებზე მარშრუტით ჩინეთი-ყაზახეთი-ბელორისია-პოლონეთი-გერმანია-ბელგია-საფრანგეთი-დიდი ბრიტანეთი.
ხალხნო, ბელორუსია! ბელორუსია გაიარა, ის ბელორუსია, რომლის პრეზიდენტსაც ქართველი ლიბერალები დღე და ღამე შეუსვენებლივ ლანძღვენ და აგინებენ - ევროპის უკანასკნელი დიქტატორი არისო!
არადა და რამდენი ათწლეულის განმავლობაში ხომ გაჩერება არ ჰქონდათ ცრუპენტელა ქართველ ლიბერალებს, არ გვინდა მრეწველობა, არ გვინდა სოფლის მეურნეობა, არ გვინდა შრომა, შრომა ვალდებულება კი არ არის, შრომა უფლება არისო, შრომა გულაგიაო, არ გვინდა შრომა, არ გვინდა მუშაობაო, „აბრეშუმის გზაზე“ ვისხდებით და გამვლელ-გამომვლელების ძარცვის (საბაჟო გადასახადების აკრების) ხარჯზე "ხალიავაზე" ვიცხოვრებთო!
ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში მიმავალმა ე.წ. "აბრეშუმის გზამ" რატომ აუარა საქართველოს გზა?
აბა, ბატონო ქართველო ლიბერალებო, უპასუხეთ ამ მარტივ კითხვას.
სწორია, რუსეთი არასაკმარისად ლანძღეთ, მეტი რომ გელანძღათ, კომუნისტური ჩინეთი აბრეშუმის გზას საქართველოზე გაიყვანდა, ხომ, კაპიტალიზმის (ე.წ."თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის") მგოსანო ანტი-კომუნისტო ლიბერალებო?
აბა, ქართველო ლიბერალებო, თქვე გიჟი მაკკეინის მცნებების მიმდევრებო, სტალინს რომ ლანძღავთ და კომუნისტურ იდეოლოგიას ტოტალიტარულ იდეოლოგიად აცხადებთ, ფაქტიურად დანაშაულებრივ იდეოლოგიად, ანუ ფაქტიურად თქვენ კომუნისტურ 1,5 მილაიარდიან (!) ჩინეთში გაბატონებულ კომუნისტურ იდეოლოგიასაც დანაშაულებრივად აცხადებთ, ამის შემდეგ რომელი ლოგიკის საფუძველზე გინდათ, რომ კომუნისტურმა (!) ჩინეთმა თქვენ რაიმე ანგარიში გაგიწიოთ?
აშშ-ს ბრძანებით რომ ავღანეთში ჯარებს აგზავნით, ჩინეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამის შემდეგ რომელი ლოგიკის საფუძველზე გინდათ, რომ კომუნისტურმა (!) ჩინეთმა თქვენ რაიმე ანგარიში გაგიწიოთ?
აშშ-მ, რომ გიბრძანოთ, თქვენ ხომ ჩინური ტვირთების გადატანასაც ნებისმიერ მომენტში აკრძალავდით, "აბრეშუმის გზა" საქართველოზე რომც გასულიყო, ხომ?
ამის შემდეგ რომელი ლოგიკის საფუძველზე გინდათ, რომ კომუნისტურმა (!) ჩინეთმა თქვენ რაიმე ანგარიში გაგიწიოთ?
--- კახაბერ როდინაძე ადვოკატი ბათუმი, აჭარა 24.01.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სტალინის და კომუნიზმის მადლი გფარავდეს :) სტალინის და კომუნიზმის მადლი გფარავდეს :)
1. მდა...ჩვენი Dიპლომატებისთვის არავის უსწავლებია ჩინეთისთვის ანგარიშის გაწევა... "ჩვენ ეგეთი საგანი სკოლაში არ გვქონიაო" ... სამაგიეროდ ინგლისური ინტენსიურად ისწავლებოდა: " დაუნ დიქტეიტა" მდა...ჩვენი Dიპლომატებისთვის არავის უსწავლებია ჩინეთისთვის ანგარიშის გაწევა... "ჩვენ ეგეთი საგანი სკოლაში არ გვქონიაო" ... სამაგიეროდ ინგლისური ინტენსიურად ისწავლებოდა: " დაუნ დიქტეიტა"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|