 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2018 |
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,მიყვარხარ! სამყაროს მოვდებ და ხმას ზეცას ავაწვდენ, ისე გაგახელებ, შენს სუნთქვას ვფიცავარ, ჩვენი სიყვარული ცასაც რომ გადასცდეს, რომ მზერას დააჩნდეს თამამი ფერები, ვნება რომ აჟღერდეს თავხედურ ფიქრებად, ბაგეზე დაგეტყოს სიწითლედ ბგერები, ოცნება აშარდეს არეულ სიზმრებად, რომ აყვეს სიზმრებსაც ცხოვრება ჩვეული და ირეალურად აცეკვდეს სიმართლე, რომ წრფელ ლოცვას ჰგავდეს სულ გადარეული ჩვენი სამოთხე და გულების სინათლე, რომ ფეთქდეს გრძნობები, წყურვილს ვერ იკლავდეს და ვერ გიფარავდეს სურვილსაც სხეული, რომ ღამეს სიგიჟეს ვპარავდეთ ცისკრამდე მერე კი ალიონს გავჩნდეთ სამეული... ჰო, ასე დაგათრობ, დაგიდნობ სირცხვილებს, ასე "ჭორაობით" გაგანდობ ვინცა ვარ და მერე ბახუსზე ორივე ვიყვირებთ მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,მიყვარხარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არა ნეფერტარ, პლაგიატში ვერ გამომიჭერენ, რადგან არასდროს არაფერი მდომებია სხვისი და არც მივიბრალებ სხვისას ჩემად... ღმერთმა დამიფაროს სხვისი ნააზრევი ჩემად გავასაღო. არა ნეფერტარ, პლაგიატში ვერ გამომიჭერენ, რადგან არასდროს არაფერი მდომებია სხვისი და არც მივიბრალებ სხვისას ჩემად... ღმერთმა დამიფაროს სხვისი ნააზრევი ჩემად გავასაღო.
9. ახლა "ჭორაობას" ეძახიან, არა?! :)) დალოცვილო, (ლირ. გმირს მივმართავ) თუ ღამეს სიგიჟე უნდა მოპაროთ ცისკრამდე და ამ ცისკარს "გასამებული" უნდა შეხვდეთ, მაგას ეძახი "სირცხვილების" დანდობას?! ამოგიხდია კაცისთვის სული :))))))))))
"და ვერ გიფარავდეს სურვილსაც სხეული, რომ ღამეს სიგიჟეს ვპარავდეთ ცისკრამდე მერე კი ალიონს გავჩნდეთ სამეული... ჰო, ასე დაგათრობ, დაგიდნობ სირცხვილებს, ასე "ჭორაობით" გაგანდობ ვინცა ვარ" ახლა "ჭორაობას" ეძახიან, არა?! :)) დალოცვილო, (ლირ. გმირს მივმართავ) თუ ღამეს სიგიჟე უნდა მოპაროთ ცისკრამდე და ამ ცისკარს "გასამებული" უნდა შეხვდეთ, მაგას ეძახი "სირცხვილების" დანდობას?! ამოგიხდია კაცისთვის სული :))))))))))
"და ვერ გიფარავდეს სურვილსაც სხეული, რომ ღამეს სიგიჟეს ვპარავდეთ ცისკრამდე მერე კი ალიონს გავჩნდეთ სამეული... ჰო, ასე დაგათრობ, დაგიდნობ სირცხვილებს, ასე "ჭორაობით" გაგანდობ ვინცა ვარ"
8. :) სოფო88,
პლაგიატში არ გამოგიჭირონ ფრთხილად იყავი, თორემ ეშაფოტი არ აგცდება, ემანდ არ გამართლდეს დავით კვიტატიანის დაუდასტურებელი ეჭვები. :)
მოგიკითხე აქვე.
:) სოფო88,
პლაგიატში არ გამოგიჭირონ ფრთხილად იყავი, თორემ ეშაფოტი არ აგცდება, ემანდ არ გამართლდეს დავით კვიტატიანის დაუდასტურებელი ეჭვები. :)
მოგიკითხე აქვე.
7. ყველამ რომ წაიკითხოს ლუტეცია, ამისთვის ვწერ. თუმცა მაქქვს ლექსები, რომელთა წაკითხვაც კაცს უფრო მოუხდება, ქალი კი ამ ყველაფრით გამშვენიერდება .მაგალითად თუნდაც ამ ლექსს მოვიყვან. ყველამ რომ წაიკითხოს ლუტეცია, ამისთვის ვწერ. თუმცა მაქქვს ლექსები, რომელთა წაკითხვაც კაცს უფრო მოუხდება, ქალი კი ამ ყველაფრით გამშვენიერდება .მაგალითად თუნდაც ამ ლექსს მოვიყვან.
6. სოფო88, ანუ თქვენი ლექსები კაცებმა რომ თქვან, იმისთვის წერთ? სოფო88, ანუ თქვენი ლექსები კაცებმა რომ თქვან, იმისთვის წერთ?
5. ბევრი მაქვს ისეთი ლექსი, რომელიც არ გავს ქალის დაწერილს, მაგრამ ეს ასეა... მე ვწერ მათ, რათა შემდეგ სიამოვნებით მოვისმინო რომელიმე კაცის მიერ წაკითხული ჩემი ფრაზები. ბევრი მაქვს ისეთი ლექსი, რომელიც არ გავს ქალის დაწერილს, მაგრამ ეს ასეა... მე ვწერ მათ, რათა შემდეგ სიამოვნებით მოვისმინო რომელიმე კაცის მიერ წაკითხული ჩემი ფრაზები.
4. ვხედავ ფოტოზე, ლამაზი გოგო ხარ:)))))))))) ვხედავ ფოტოზე, ლამაზი გოგო ხარ:))))))))))
3. ჩემია, ჩემი და არ ვარ მე კაცი. ჩემია, ჩემი და არ ვარ მე კაცი.
2. ჰო, ასე დაგათრობ, დაგიდნობ სირცხვილებს,-, ასე მგონია ქალის დაწერილი არაა:))))) რატომ არ ვიცი ჰო, ასე დაგათრობ, დაგიდნობ სირცხვილებს,-, ასე მგონია ქალის დაწერილი არაა:))))) რატომ არ ვიცი
1. სიყვარულმა შენ კიარა გადარია ტარიელი. სიყვარულმა შენ კიარა გადარია ტარიელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|