ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2019


ყველაზე მკრთალი ნათება ღამის ოთხზე


    ან ყველაზე მკაფიო განათება მომწონს, ან  ყველაზე მკრთალი, ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის ორმოცდაათ თეთრიანი ოთახის ნათურასავით ანათებს.
    ყველაზე საკაიფოდ მზე დედამიწაზე ანათებს, ხან თეთრია, ხან წითელი, ხან ყვითელი, დედამიწის გარეთ კიდე სუ თეთრია.
    ხანდახან როცა გამოვსირდები ხოლმე ვფიქრობ რო ეს ყველაფერი კონკრეტულად ჩემთვის შეიქმნა, მარა მერე მილაგდება აზრები, ალბათ ის უფრო მომხიბვლელი იდეაა, რო არასდროს არაფერი შექმნილა ვინმესთვის. ვგულისხმობ რო, სამყაროს მაშტაბის გვერდზე ვიღაც ტიპი, რომელსაც მკრთალი და მკაფიო განათება მოსწონს, არც კი არსებობს, სპეციალურად მისთვის შექმნილ სამყაროს ელემენტებზე საერთოდ რო არაფერი ვთქვა.
    ხოდა, მზის უკანასკნელი სხივები რო ბნელ ოთახში იჭრება, ეს რასაც ქვია ორი გალაქტიკის დაჯახებაა, მკრთალი და მკაფიო განათების გალაკტიკების. ეს ყველაზე საკაიფო შერწყმაა ყველაზე საკაიფო შერწყმებს შორის. არ ვიცი ეს პროცესი ყველა ნაშაზე უფრო სექსუალური და ლამაზია. აი ხო ხდება ისე რო, რაღაც საოცარი წამების დროს აღარ ვცხოვრობთ ერთმანეთისთვის, - ეს ერთ-ერთი მომენტია. მარა ხო არის ისეც, რო, აი ტიპები არიან რაღაც სუპერ ანტირომანტიკულები თუ რაღაც ეგეთი. ანუ, მთვარის არსებობის შესახებ რო მთელი ცხოვრებაა იციან და აი ერთხელაც რო არ აუხედიათ ზემოთ, ან იმ პონტში რო აუხედიათ, მოდი დოლარს დავანახებ, ბარაქა იცისო. ხო, ანუ, მაგათი ცხოვრება ერთი დიდი შეცდომაა, იმ პონტში რო, რომანტიკის გარეშე არც სიკვდილი ღირს და არც სიცოცხლე, - მითუმეტეს.
      საერთოდ ეს ცხოვრება ერთი დიდი მძღნერია და სიკვდილი ყველას გვინდა, ამიტომაცაა კაცობრიობა მთელი არსებობა იმის ფიქრში როა რის გამო ღირდეს ცხოვრება და ძალიან ბევრი ჩვენი ყოველდღიური რუტინის საფუძველი აქედან მოდის.
      მარა ყველა ჩემ ნეგატიურ ფიქრს, მკრთალი და მკაფიო სინათლეები ანეიტრალებს, სინათლეს კი რომანტიკის წყალობით ვხედავ.
    ნებისმიერი დღის ღამის ოთხზე, თუ ცას კარგად დაათვალიერებ, იქ ყველაზე მკრთალ ვარსკვლავს შეხვდები, - არ ვიცი, შეიძლება ვარსკვლავი სულაც არაა, - რომელიც რაღაც, კენტავრის, ან ვენერას სუპერ ჩაბანძებულ ეგოს გავს, და ეს ყველაზე ლამაზი რამეა ცაზე. იმიტო, რო იის ყველაზე მკრთალია, მარა შეიძლება რაღაც საოცარი გიგანტური ვარსკვლავი იყოს, ყველაზე გიგანტი ვარსკვლავი მთელ სამყაროში, აი იმის იქით, ზომა რო აღარ არსებობს.
    ყველაზე საკაიფო კიდე ისაა რო, ის სიმკრთალე შენს გარდა ყველას კიდია, იმიტო რო ის ძალიან მკრთალია, ანუ, დაკიდების და მნიშვნელობის მიცემის ორივე საფუძველი მისი სიმკრთალეა. ასწორებს როდესაცც რაღაც ისეთს ხედავ, რასაც სხვები ვერც კი ამჩნევენ. ზოგადად ჩვენი მთელი ცხოვრება ესეა, რასაც შენ გრძნობ, როგორც არ უნდა ამოვარდე შარვლიდან, ერთი ერთში გაზიარება ისეთივე შეუძლებელი რამეა, როგორც ის რო კოსმოსური ობიექტები კონკრეტული ადამიანებისთვის შეიქმნა.
    ქვეცნობიერულად კარგად გააზრებული გვაქვს, რო იმიტო ვწეთ, იმიტო ვხატავთ, იმიტო ვმღერით, არ ვიცი,... იმიტო ვჩხუბობთ ან იმიტო ვლეწავთ, რო უბრალოდ ძალიან ვიღლებით ამ სიმძიმე ემოციებისგან, ვიღაცისთვის რაღაცის გაზიარება კი უბრალოდ მაგრად გვახატია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები