ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2008


წერილომანია##

-- წერილომანია იცი რა არის?
-- არა.
-- ხოდა მოგიყვები. ეს რაღაც ჩვევაში გადაზრდილი მანია, თუ ლომანიაა, ან არ ვიცი კიდევ რა ჰქვია. უბრალოდ წერ და ერთს უგზავნი.
-- მერე ისიც გიგზავნის?
-- ხო. პირველად შენ ჩამიწერე პატარა მწვანე “ზამბარებიან” ბლოკნოტში, მერე წითელ, უკვე დიდ რვეულში და ასე გრძელდება ეხლაც. ორი დღის წინ ღია კაფეში ვისხედით მე, შენ და კიდევ რამოდენიმე. უცბათ ფერადი ფურცელი გადაკეცე და გადმომაწოდე. რა თქმა უნდა, სანამ არ გახვედი იქამდე არ წამიკითხავს. ეს ხომ ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია.
-- ის გახსოვს საიდუმლო, რომ მოგწერე?
-- კი ლექციაზე ვისხედით. მე ნაუშნიკები მეკეთა, “ხელთათმანს” ვუსმენდი. შენ, ჩემი რვეული გედო და რაღაცეებს წერდი, მერე მორჩი ადექი და გახვედი. ისევ ფერადი ქაღალდი ჩამიკარი და ყურში ჩამჩურჩულე: “რომ წავალ მერე... ან შენ რომ სახლში მიხვალ მაშინ”. რა თქმა უნდა სახლამდე ვერ მოვითბინე და გასული არ იყავი ეგრევე კითხვა დავიწყე. Pპირველი ფრაზა, რაც თავში მომივიდა იყო: “საზიზღაროოოოო!!! ” მართლა საზიზღარი ხარ, აბა რა ხარ. გერმანიაში თუ მიდიოდი ასე უნდა გეთქვა? ისიც გეწერა “ეხლა ერთი ჯგუფელი და ეს ქალი ტვინს ბურღავენო” ხოდა მეც ამიტომ ვუსმენდი “ხელთათმანს” და ტვინს ამით ვიბურღავდი.
-- მოდი, კიდევ რამეს დაგიწერ -- და იცინის.
-- ხო, აბა შენ იცი, რამე გამიმხილე. იცოდი, რომ დავიჭყანებოდი და გერმანიაზე ამიტომ მითხარი ასე -- ხოდა მეც მეცინებოდა.
            ****
heydi-ზე რომ გიყვებოდი ის გამახსენდა. ისიც ხომ ჩემი წერილომანია იყო. თქვენ ორივე ჩემი წერილომანები ხართ.  heydi-ც სადღაც წავიდა. ნეტა სადაა? მისი წერილებიც დაიკარგა. არა, თუმცა ერთიცალი დამრჩა. პატარაა, ძალიან პატარა. მერე არ ვიცი, ესეც გაქრება ან გავაქრობ, ან არც გავაქრობ. ეხლა შენც თურმე გარბიხარ და მე რა ვქნა? ალბათ ისევ ჰეიდურად, ანუ ჩემებურად ვიცხოვრებ. მეც ხომ heydi ვარ.
ერთხელ მითხარი :”ბარნო გვერდით მიზიხარ, მაგრამ ხომ იცი მოწერას სხვა მუღამი აქვსო”. ხო, ვიცი, ვიცი და ჩემი “ heydi” შენს “დუდეს” ისტორიას ჰგავს. ოღონდ დუდეზე მოგვიანებით იყოს. აღარ მოვყვები. ის, შენია და თანაც ერთხელ უკვე ერთად მოვუყევით ვიღაც-ვიღაცეებს.
                                           
                                        ****
ირინოლამ ამ წუთას ჩემი ჰეიდური ცხოვრება შემახსენა. ხოდა გადავწყვიტე ისიც ჩამეწერა ამ ჰეიდურ წერილომანიაში. ვიცი “ც”-ს არ მიწყენს , რა ვუთხარი ამ ქართულ ენას. (იცი, როგორ მეცინება ეხლა)
ვინ იცის მერამდენე წერილია?არც არავინ, მაგრამ ასე საქვეყნოდ გამოტანილი პირველი იქნება. ჩვენ ხომ ამაზე სხვებთან არ ვსაუბრობთ. ეხლა კი რატომღაც ასე მომინდა. ეს, ერთ-ერთი წერილია და ვიცი, ბევრი იტყივის “მერედა რა აზრი დევსო?” არც არაფერი ისეთი, აქ ყველაფერი ჩვეულებრივია, შეიძლება ყოველდღიური ამბავიცაა. უბრალოდ მინდოდა და ჩემთვის, რამოდენიმე, ასე ჩაგწერეთ . ზოგი ნაუშნიკების უკანაც იმალებ, როგორ? როგორ და მარტივად. “ერთი შენ , ერთიც მე” ამ ფრაზის შემდეგ ნაუშნიკებს ვიყოფთ და მერე “ხელთათმანს” ვუსმენთ.


ნეტა რამ გამახსენა წერილომანია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები