ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


მე და ჩემი შემოდგომა

გარეთ ფეხით მოსეირნე შემოდგომამ,
ჩემს ფანჯრებთან ხეტიალი დაიჟინა,
ქარმა კარში ის ფოთლები შემოლალა,
განწყობად რომ გადავფერთხე აივნიდან.

ფარდებს მიღმა სურნელი დგას ახლა ყავის
და თხელ თითებს ცხელ ფინჯანზე უხმოდ ვითბობ,
ვგრძნობ სიმშვიდე არ სჭირდება აღარავის,
ის დრო არის ოქტომბერს რომ ვუმაისო.

ხვალე მაინც უსათუოდ გაწვიმდება,
მაუწყეა ცა, აშლილი ღრუბლებიდან
და სხეულიც მასთან ცეკვით დაიღლება,
მზე გამოხსნეს თითქოს მწველი უღელიდან.

რახანია შეეპარა ქუჩებს სუსხი,
მიწას ათოვს ყვითელ თვეთა სამაია,
ხასიათში შემოპარვას უხმოდ ვუცდი,
ის კი თურმე აქ ყოფილა რახანია.

სექტემბერმა როგორც მუნჯმა ეშელონმა.
სულში გზები უკითხავად შემოღობა,
შენს მოსვლამდე დავიზამთროთ შესაძლოა,
ხეტიალით, მე და ჩემმა შემოდგომამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები