ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
26 ნოემბერი, 2009


მოსე (რომანი-გაგრძელება-VII თავი)


........... დიდხანს არ გაგრძელებულა ბედნიერი ზეიმი.....
.......ვერ გავიგე, რომელი ზეიმი?.......
.....ეგვპტიდან რომ გამოვედით, სამადლობელო მსხვერპლი შევწირეთ უფალს გადარჩენისათვის და ვიზეიმეთ...
მაგრამ ზეიმი მთავრდება..... მთავრდება და იწყება ყოველდღიურობა..... ანუ?...
ანუ ბრძოლა არსებობისათვის...
მაგრამ არა იმგვარი არსებობისათვის, ეგვიპტეში რომ გვქონდა ..... არა!...და ესაა მთავარი.....
სიმღერა ადვილია, ,,მონა იქ, ეგვიპტეს დარჩაო,’’ აი, შესრულება კი.......

...... ძილში დედის ფრთხილი შეხება იგრძრნო. თვალი გაახილა. უკუნეთია. 
ადექი, შვილო, თორემ პურის რიგში დაგაგვიანდება.
წამოდგა. კარს მოფარებულ სანთელს გახედა, ძირს მდგარს.....
მართლაც და უკუნეთის შემანგრეველი ძალა აქვს სანთელს...
უკუნეთის შემანგრეველი ძალა.....

....... ღამე რა დამაძინებდა..... ცალკე შიმშილი და ცალკე სიცივე.... თანაც იმისიც გვეშინოდა, ამ ნათხოვარ-ჩაბარებული ავტომატების გამო ვინმეს არ გავესაღებინეთ....
რიგ-რიგობით ვიძინებდით ბიჭები..... და განა მართლა  ვიძინებდით?...  თვალს ვატყუებდით და გულს ვასვენებდით...გულს ვასვენებდით?....რა დაასვენებდა ჩვენს გულს, რომელსაც ზღვა ცრემლი, გულში ბალღამად ნადუღი, უნდა შეეკავებინა.....
..........არ გამაბოროტო, უფალო, არ გამაბოროტო.......
...მშია, მშია.... მშია......სუ დედა, სუ, გენაცვალე....სუ, თორემ აგერ ბუა გაიგებს შენს ტირილს და წაგიყვანს ....
.......გამომართვით, ქალბატონო და მიეცით ბავშვს.....
....არა,  ისედაც ძალიან შეგაწუხეთ..... გმადლობთ......
..... რა შეწუხებაა, ეს ,,სუხარი’’დიდი არაფერია, მაგრამ ცოტა ხანს მაინც დაამშვიდებს.....
...... დიდი მადლობა....

.......გამოხვალთ ყოველ დილას და შეაგროვებთ ციურ მანანას...... იმდენს, რაც ერთი დღისათვის იქნება სამყოფი.... თუ მეტს შეაგროვებთ, მაინც არ შეგრჩებათ....ისმინეთ ჩემი.....
  ....დრტვინავდნენ ისრაელიანები, კვლავ ეპარებოდათ ეჭვი... გულმავიწყთა და მცირედმორწმუნეთა.....
არ გვერჩია  იქ, ეგვიპტეში?.... ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით, პურიც სამყოფი გვქონდა და ახლა?......
...... და როცა ამ მცირედმრწმენთა მიერ ზედმეტად, სახვალიოდ შეგროვებულ მანანას მატლი დაეხვია და წახდა......
.... რა, აღარ აგროვებდნენ ზედმეტს?........
.....ეეეჰ...... ამიოხრა მოსემ.  ძალიან ძნელია დაუტევო  მონობა ეგვპტის ფარაონისა, მაგრამ უფრო ძნელია კაცმა დაუტევოს მონობა საკუთარ ბოროტ გულისთქმათა და ჩვევათა......

...... ამერიკა საოცარი ქვეყანაა, დე, აქ  ყველაფერი უხვადაა საჭმელიც, სასმელიც,შუქიც... აქ ცხოვრება დუღს.....თბილისივით კი არაა, 8 საათის მერე რომ ვერ გაიგებ, ქვეყნის დედაქალაქია, თუ რომელიმე მიყრუებული რაიონის ცენტრი....
მერე,  რა კეთილი ხალხია, იცით?..... სულ გიღიმიან, სადაც შეხვალ, მაღაზიაში, კაფეში, სასტუმროში,  ყველა გიღიმის, გეპატიჟება....
......ხედავ, ქალო, სულ ჩვენი ბუტკის გამყიდველ, შალებში გახვეულ მარგოს არა ჰგვანან,  სანამ გემრიელ წიხლს არ ჩააზელ კარს, არც რომ გამოგხედავს.....
....... ყველა აქ უნდა წამოგიყვანოთ, დე, ამერიკაში.... ყველა...ერთი იმდენი საშუალება მომეცეს და....

...... მოსე დიდხანს იდგა სინაის მთის ძირში და ელოდა უფლის ხმობას....... ელოდა....
გულით ვგრძონობდი, რომ ამ მიახლების მერე...რაღაც შეიცვლებოდა....
თავდაღმართი გათავდებოდა.....
ციური მანანა..... ხორცის საგზალი იყო...მხოლოდ ხორცისა....
ისრაელიანებს კი სულის კურნება სჭირდებოდათ.... მონობისაგან დათრგუნული სულის კურნება....

....... ვარდისფერი ბურთულა.... ისევ?.... მუზის უცნაური კაპრიზი თუა, თორემ.... წვეთიც არ დამილევია.... არც ერთი წვეთი.....
რა ხანია ცარიელია საფერფლეც.......გაეღიმა. წვერზე ხელი დაისვა, იმის მაგივრად, რომ უჯრაში უაზროდ ეფათურებინა.... რაღაც მავნე ჩვევები მტოვებენ, და  ნეტაი, ცათა სასუფევლისათვის ხომ არ ვემზადები?.......ისევ გაეღიმა. ....... ვარდისფერბურთულებიანად.

                                                                                                                                                                        26 ნოემბერი. 2009 წელი.
                                                                                (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები