ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2010


ქარის მოტანილი სონეტი

                                                                "ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო"
                                                                ქარის წაღებულს?!
ქარი ააგლიჯავს ჩემს ვნებას სახურავს
და ითარეშებს დილამდე ჩემში,
მერე გარიჟრაჟზე საბანს დაგხურავს,
იქნება სინანული, ცრემლები, თქეში.

ტკბილ სიზმარს გისურვებდი, გახსოვს?
მგონი სამი კოვზი შაქრით.
მგონი ძველ პასაჟებს აქსოვს
ფიქრი, ჩვენ კი დროსთან ერთად გავქრით.

მიმართვა - უჩვეულოდ გაცვეთილი,
მზერა კი - რაღაც არაშენებური.
ცხოვრების ლექცია და გაკვეთილი:
ჩვენი მერცხლის ბუდე, არაშენებული.

მლაშე შეგრძნებებს კარგი რითმა ისევ არ მოყვა,
სიზმრიდან, ჩემო, შენი სუნი ისევ გადმომყვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები