ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2010


ხევსურეთის მონატრება

ძღვნად გიორგი  ქიბიშაურს  (არხოტიონს)

სადა ხარ, არხოტიონო,
რად არ მენახვი თვალითა?
აბჯარ აისხი, მოირთე
მუზარადით და ხრმალითა.
მტერს უნდა დედა უტირო,
მარჯვენა მასჭრა დანითა.!
გამოხედვა გაქვს ორბისა
არხოტივნს ჯიშით, გვარითა,
ვენაცვლე ვინაც გაგზარდა,
ფურს  გაუზრდიხარ ხარადა,
იცოცხლე, ჯვარი გეწეროს,
სამშობლოს გასახარადა!
შენს ქავის კარზე მენახოს
მტრის სისხლიანი მარჯვენა,
შენი ფარ-ხმალი ომშიით
გამარჯვებული მაჩვენა.
ა, მაშინ მაგიხდებოდა
შენ ტოლ-სწორებში მალხენა.
მენაც იქ გყავდე გვერდითა,
ამაყად ვიჯდე მღიმარი,
ლუდს მალ-მალ ჩაგიმატებდე,
ხინკალ აღვიძო მძინარი.
ყველა შენ შამოგყურებდეს
თვალგახსნით, სახემცინარი.
დალიე,  ხატ-ანგელოზთა
შეგარგონ ვაზის ნაჟური.
ან იქნებ ლუდსაცა ყლურწავ
წუხანდელ ღამის ნასმური,
იქნება ჟიპიტაური,
ყანწით გენუკვის შესმასა,
შენთვის სუყველა ერთ იყოს,
ოღონდ ჩემ თხოვნა გესმასა.
არხოტიონი  ვაჟკაცი
არ მოშლი კარგსა  ყმობასა,
როგორაც მგელი მგლობასა,
არწივი არწივობასა,
და რასაც გეტყვი, უთხროდე
არხოტიონთა  ძმობასა,
ვინაც ხმალი და ხანჯალი
მტრის სისხლით ბევრჯერ მობასრა.
დაჯარდით, მკერდშუქიანნო,
ჟამი დამდგარა ომისა!
ქვეყანა თავზე გვექცევა,
მზე შავმა ჟანგმა მონისლა,
ნამუსი გადავარჩინოთ
დის, დედისა და ცოლისა,
მერმე სუყველა ჩვენისა
ნათსავის და სწორისა.
...........................................
არწივს ვერცარას დააკლებს
შორით ყრანტალი ყოვისა!

ყოველ გაზაფხულს

ყოველ გაზაფხულს,  მზებუდობისას
ცრემლი  რომ გასდით მთაში ფხანწალებს,
რად მესიზმრები, ჩემო შატილო,
შენი ძახილი  რატომ მაწვალებს?
ამოვუყვები ნისლის ბილიკებს
თვალებს ვხუჭავ და  შენკენ მოვდივარ,
ვეღარ  დავლიე შენამდე გზები,
შენამდე მოსვლა  მექცა ლოდინად.
მოდის არღუნი, მოარღვევს ლოდებს,
გულჯავრიანი მოექანება.
ვინ დააოკოს და შეაჩეროს
მთვრალ ხევსურივით კერპი, თავნება!
ამწვანდით, მთებო, ამხსენით სევდა,
ჭაღარა თოვლის ზღაპარს გამყარეთ.
სანამ ძგერს გული ტრფობაუკმარი,
იის სურნელი შემომაყარეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები