ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2010


ნინა საჯაიას

ორი ნაპირი,ორი ხიდი , სილა,-
გიხსნით პეიზაჟს.
სოფელი, ბავშვი ან ბავშვები.
მდინარის პირას,
დათხვრილი პირით თამაშობენ
“არაფრობანას”
და როცა  ზეცა მხარზე მზეს  შეისვამს
ბეჭს იგრილებენ,

როდესაც მოჰგავს თაბაშირს ზეცა
ან ცა, ან შესატყვისი წინა სიტყვების.
მოკლე ნაბიჯით
მიჰყვები ბილიკს,
რომელიც მიდის არსად
და არსაიდან იღებს სათავეს.
უდედობას და კიდე ერთ -ორ რამეს განიცდი
ჰემოპოეზიით შეპყრობილი ამთავრებ ფეთქვას.
კაპილარების მსხვილ სანათურში,
ან ნებისმიერ სისხლისწარმომქმნელ
თუ გამფილტრავ ორგანოს კვდომით,
მიწაში ჩაზრდილ ყვავილივით,
რომელიც
ციდან, ნაცრისფერ ციდან ისროლეს
და იჩუქა მიწამ,
იკეთებ კუბოს,
ნებისმიერ ზომის და ფორმის
ღმერთს არ ახსენებ არც ლექსში და  ხანდახან გინდა
ხელებზე დადგე თავდაყირა,
უყურო თაფლისფერ თმაში ჩაწნულ
გვირილას.
ან დადგე ხიდზე და გადაყარო
მუჭში მომწყვდეული სიკეთე,
როგორც ერთ დროს მუჭში მოქცეულ კენჭებს
ყრიდი ხიდიდან.

ან გამოუტყდე სიყვარულში პატარა გოგოს
რომელსაც ,
იცი უყვარხარ და მოკლედ რაც არი.
დააჯერო რომ შენთან ერთად გადმოხტეს წყალში
ხიდიდან,ორში ნებისმიერ,
სადაც არაფრობანას ,
თამაშობენ პირდაუბანელი ბავშვები.

და უკვე რახანია ზეცა,ცა,
ან შესატყვისი წინა სიტყვების
მოჰგავს თაბაშირს
და ახლა უკვე  თაბაშირი
შენს სხეულს ფარავს.
და წევხარ.

სპეცრეპორტაჟი: გუშინ ხიდიდან,ორი ნებისმიერი ხიდიდან-
გადმოხტა 13 წლის გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი.
სამწუხაროდ ნინა გარდაიცვალა.

ექიმი:ერთ კვირაში გაგწერთ.

მეღიმება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები