ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატა ბუკია
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

სააგარაკო რომანი

ზაფხულია, ცხელა. წარმომიდგენია, ახლა ქალაქში რა ხდება. ჩახუთულია ჰაერი, - ოფლის და საჭმლის სუნითა და მანქანების გამონაბოლქვითაა გაჯერებული.

მე ამას ვერ ვგრძნობ, იმოტომ რომ საკმაოდ მოშორებული ვარ ქალაქიდან. სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე, რა მენაღვლება?!
ერთ სახლს ვარ შეჩვეული. მართალია ჩემი არაა, მაგრამ პატრონი არაფერს მეუბნება და მეც ვცხოვრობ. ისე. ამ სახლში. მე უფრო დიდხანს მიხდება ცხოვრება, ვიდრე მის პატრონს. სულ ერთი თვით თუ ჩამოაკითხავს თავის სახლ-კარს. ძირითადად უპატრონოდაა. ეს ხეხილსაც ეტყობა, ძირი - დაუბარავი, ტოტები - მიგრეხილ-მოგრეხილი. ამის შესახებ საუბარი ახლა უადგილოა. ამიტომ აღარ გავაგრძელებ.

შეყვარებული ვარ!
იცით ვინ მიყვარს? სახლის პატრონი, ცისფერკაბიანი, ქერათმიანი, ცისფერთვალება, არც თუ ისე კაფანდარა ქალი. მთელი დღე მის მოლოდინში ვარ. ხან რას აკეთებს და ხან რას. მისი გაჩერება არ არის. განსაკუთრებით აივანი უყვარს და ე.წ “ლეჟანკა”.

თვითონ ვერც მამჩნევს. დავინახავ თუ არა ფრთები მესხმის და მაშინვე მის წინ ვჩნდები. გული მწყდება, ერთხელაც არ ჩაუხედავს  ჩემთვის თვალებში, სხვაგავარად დაინახავდა რომ მიყვარს. მაგრამ... ეეჰ...

აი, როგორც იქნა დაიღალა და დასასვენებლად წამოწვა. მის მშვენიერ ვარდისფერ ფრჩხილთან გავჩნდი. სიხარულისაგან გულიც კი მიფრთხიალებს. თუ დაიძინებს ფეხის სხვა ადგილებზეც შემეძლება ჩამოჯდომა. მაგრამ ახლა არა! ძალიან მგრძნობიარეა, შეიძლება გაეღვიძოს და ისე გაბრაზდეს, რომ მომკლას კიდეც. არა, არ გეგონოთ ცუდი ზნისაა და ამიტომ. უბრალოდ, არ ვუყვარვარ.

ჩაეძინა. ახლა შემიძლია, სურვილი ავისრულო და მის კანს შევეხო. ფრთხილად ავყევი მზეზე გარუჯულ ფეხს ზევით. ფეხის პატრონი შეიშმუშნა. ანაზდად გადავხტი და იქვე დაველოდე. ისევ ჩაეძინა. ახლა უფრო გავთავხედდი და ჩემი ფრთები მის სახეს შევახე. როგორი თბილი, გამჭვირვალე, ნაზი და მინდვრის ყვავილების სუნით გაჯერებული კანი აქვს! რა ბედნიერებაა შეიგრძნო ეს.

ამ დროს აივანზე გამოჩნდა ასევე ქერათმიანი, ცისფერთვალება, მაგრამ არაცისფერკაბიანი ქალი. მას ხელში სარეცხით სავე ჯამი ეჭირა და თან რაღაც სახელს (ჩემთვის აგრე რიგად საყვარელს) იძახდა. ყველაფერი მყის დამთავრდა. ქალმა სასწრაფოდ დადო ჯამი და ხელების ქნევა დაიწყო.

რა გაეწყობოდა, ავფრინდი.
ეეჰ, როდის იყო ადამიანებს ბუზების ესმოდათ?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები