ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2011


დედას (წერილი სამარიდან)

დედა, მე მახსოვს გაზაფხულის თეთრი კვირტები
და ჩემს ქალაქთან ყვითელი მზის გამოსალმება
ახლა ვარ უცხო, შორეული, ცრემლით ვირთვები
დამფარეს მზისგან სუდარებმა, შავმა ალმებმა.

დედა, მე მახსოვს ალიონის მწველი სხივები
და ლურჯი ზეცა, ღვთაებრივად ლურჯი, უძირო
ახლაც კი მტკივა დაწყვეტილი გულის სიმები
აქაც ლანდი ვარ მარტოობის, ლანდი უძილო.

დედა, მე მახსოვს იმედების ზღვა და ცრემლები
და ზამთარ-ზაფხულ თეთრ ღამეთა თოვა-ტრიალი
მთვარე და ჯარი ვარსკვლავების, ღამის მხევლები
წამის ისარი, გულს რომ ხევდა მისი გრიალი.

დედა, მე მახსოვს გაზაფხულის სუნთქვა პირველი
აპრილის მზე და შეუწყვეტი სითბოს დინება
სიჩუმე ყვირის გულსაკლავი, გასაკვირველი
მარტო ვარ, მცივა. ვცდილობ, მაგრამ არ მეძინება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები