ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2011


პავილიონი

დეკემბრის ღამეს თუ არ ჩავთვლით(მშრალ გამხმარ ფოთლებს).
იდეალურიც კი ეთქმოდა იმ პავილიონს.
არც სხეულიდან გვჭირდებოდა ფიქრების ათლა,
არც ეს ჰაერი არც ბოდლერი, არც პოლ ვალერი.

როგორც არასდროს გიხდებოდა მწვანე გეტები.
როგორც ყოველთვის ნება–ნება წონიდი სიტყვებს.
გაყვითლებული ყელსაბნევი(ხშირად ატარებ)
რა უცნაურად უხდებოდა ასევე მისფერ

ოდნავ შელანძღულ ,ძველმოდურ და მოშვებულ ობის.
პირთამდე სავსე ,გაბზარული და სველი სინო.
რომელშიც ჩაის (გაცივებულს) გემო აქვს ობის,
რომელიც გუშინ, მოწიწებით ოოტა სანმა

მოგვართვა ჩვენში დამკვიდრებულ „ტიადო“–ს წესად.
და მშვიდად გვთხოვა: ასმეერთე ცერემონია
გამართულიყო(ვერ იპოვეს ადგილი ვერსად)
პავილიონში. მახსოვს ეცვა რუხი კიმონო.

და ბალახებში წელამდე,რომ გვწვდებოდა ლამის...
და ოცნებებში ყელამდე,რომ ამოსულიყო
ვეფლობოდით, ან მოქმედებდა მისტიკა ღამის
და მიწის ნესტი უცნაურად წვავდა საყლაპავს.

და ჩვენი ტანიც მიტოვებულ ძველი სახლივით
ბზარგაჩენილი,უფანჯრებო ,მორღვეულ ღობით.
მაგრად დახუჭე თვალები და ზეცა იხილე,
რომელიც გუშინ შენ თმებისფრად გადაუღებავთ.


დეკემბრის ღამეს თუ არ ჩავთვლით(მშრალ გამხმარ ფოთლებს)
იდეალურიც კი ეთქმოდა იმ პავილიონს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები