ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2011


ბათუმი (ლევან დევაძეს)

ახლა ბათუმში ალბათ წვიმაა,
მე ნაწვიმარი ბათუმიც მიყვარს.
როგორც თბილისში-ბათუმშიცა აქვს
ფასი გულწრფელი პოეტის სიტყვას.
როცა ფოთელი ბათუმს ვეწვევი -
მეც ვიქეიფებ ბიჭებთან ერთად.
ჩვენ პოეზიის ჭაპანს ვეწევით,
იესო ქრისტე ვიწამეთ ღმერთად.
მგოსნის სიცოცხლით დამთვრალი დავალ,
ფეხზე დამდგარი ყველას ტაშს გიკრავთ.
როს გორგილაძის ქალაქში ჩავალ,
ვიცი: ბათუმი გულში ჩამიკრავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები