ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2011


#######################

შენს სველ ფეხებზე გადავლილი წითელი გველი,
თივების გვერდით.
მწვანე კალია,,ჩაფიქრება,ივნისის გვალვა.
ჩამქრალი ერდო.

საბანქვეშ თოვლი და თავის ქვეშ ხელები ორი.
შენ გძინავს მარცხნივ.
ეზოში  სამი ყელტიტველა წიწილი. ქორი
ზის მოჭრილ ცაცხვზე.

კალთის დაბერტყვა,იშვიათად წინდების ქსოვა.
უყურებ შარას.
ქვევრები ღვინით ჯერ კიდევ,რომ პირთამდე სავსე.
სიმთვრალე–შარი.

ბალახი მწვანე,ალაგ–ალაგ ბალახი სველი.
სოკოებს ეძებ.
წნავ კალათს ,წნავ ქუდს ,ხელს გიკაწრავს ჯერ ნორჩი სელი
და ფხიზლად გძინავს.


ბავშვებზე ზრუნვა.მეორადი წიგნები ხელში,
მშობელთა კრება.
ნასვამი ქმარი,როგორც წესი  ცრემლები მლაშე.
ფანჯრიდან ხედავ

გზებს, სადაც ისე უცაბედად შემოგელია
ბავშვობის წლები.
თოვლი დაფარავს სახურავებს და შემოგარენს.
დაათოვს ანწლსაც.

დაათოვს მინდორს,კენწეროზე გულაბი მსხალი.
შენ ხუჭავ თვალებს.
უძილობისას ცხვრების ნაცვლად ,ნაცვლად სახლების
ტკივილებს ითვლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები