ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2011


უაზრობის ექსპრომტი

ამ ფანჯრებიდან არაფერი მოჩანს, საერთოდ,
ცვალებადია ამინდებიც ხასიათივით,
ისე ძნელია ცხოვრებაში წუთით გაერთო,
რადგან არ გრჩება უკვე ბევრი, ასე ათიოდ -

წუთი... შენ კიდევ არაფერი მოგაქვს ჩემამდე,
არ ვიბადებით ცხოვრებაში ორჯერ, ამიტომ,
ვერ ათრევ სულის ნატეხებით სავსე ჩემოდანს,
თარსი ციფრია, ვინაიდან უკვე ცამეტი.

ახლა ისვენებ ყველაფრისგან, რამაც დაგღალა,
მიგაქვს ფეხები სახლისაკენ, იცვლი ხასიათს,
და ვერ მოხდება ვერაფერი უკვე ახალი,
რადგან ასეა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები