ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2011


აუტიზმი


მინებიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს...
მაგალითისთვის– ჩემი ცა მეწამულია.

არ არსებობს
წვეთი სიმშვიდეც კი ჩემთთან
(და დავლბი როგორც წვიმებით აყალო მიწა).
ნოტიო ტანზე
შემოვიცვი მსუბუქი ბრიზი.
ნიჟარებისგან
გავიკეთე  სახლი და დავწვი.
ყოველდღიურ
მოვლენებზეც აღარ გავბრაზდი,
აღარც იმაზე,
თუ როგორ მტკიოდა ღამით წვივები.

ვიცხოვრე ჩუმად ,
უმნიშვნელო საგანთა გვერდით.
ბნელოდა სახლში
უსაშველოდ , წიგნები დავწვი
საკუთარ თავში
ჩავიხედე , ვიწამე ღმერთი
რომელსაც
შემგომ ვეღარსადაც ვერ მივაგენი.

ვესაუბრე ჩემზე ჭკვიან გიჟს.
ჩემზე მდიდარ მათხოვარს.
შევხვდი გარიჟრაჟს
და მზე ვითხოვე.

რომელმაც გადაარჩინა ჩემი წიგნები
და გააფრთოვა ჩემი სისხლძარღვები.

მივესალმე მეზობელ გოგონებს,
რომელთაც მუდამ ერთნაირი აზრები მოდიოდათ
და ერთნაირად უაზრონი იყვნენ.

ჩემი ზღვისპირა ქალაქები ფეხით ვიარე,
ჩემი სხეული–ალაგ–ალაგ ნაჭამი ჩრჩილით.
ჩემი ოთახი,ჩემი სახლი,ჩემი ვერანდა.
მრავალწლიანი ევკალიპტის მსუბუქი ჩრდილი.

და მის ქვეშ ლაღად გაწოლილი შავ–თეთრი ძაღლი .
პატარა ბავშვის ჩამტვრეული ჩემი ფანჯარა.
უმოქმოდებო ან ქმედებით სულ ფუჭად დაღლა
კარადის თავზე მიბნეული ჯარისკაცები.

ეს ყველაფერი თვალებში მედებოდა ,აღიზიანებდა რქოვანას და მიცრემლიანდებოდა.

ჩემი ქურთუკი–სეზონური წვიმებით გახუნებული
ჩემი სველი თითები –შენს ტუჩებზე მეტყველი
ჩემი მორღვეული სახურავი–ორი მტრედის ხუნდი
ჩემი გზები–უერთდება ტყეს.

მინებს აქეთ ყველაფერი სხვანაირად ჩანს...

მაგალითისთვის –ეს ამბავი სრულ
ი უაზრობაა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები