ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2011


როგორც გენებოთ

უკაცრავად ვარ, უნდა მოვწიო
კვამლში გავხვიო დარდი, ნაღველი
წავალ იქ, სადაც არავინ მიცნობს
სადაც არაფერს ამბობს სახელი.

ბარში შევდივარ. ცნობამიხდილებს
ნამთვრალევ წყვილებს მუსიკა ცელავს.
ვჯდები ჩემს სკამზე. მარტო ვარ ისევ
და ჩემს ფიქრებში ვეფლობი ნელა.

უცხო ვარ თქვენთვის, ალბათ ჩემთვისაც
უფრო უცხონი, ვიდრე სატანა
ამ უსასრულო ანარქიაში
ძნელია სხვისი სულის გატანა.

მთვრალი ვარ ბოღმით, თვალთ მიბნელდება
ვხედავ მხოლოდღა ფერების ჩანჩქერს
მოდის ბარმენი უფრო და უფრო
ახლოს და ცივად თვალებში ჩამცქერს.

მინდა მოვახრჩო შიგნით წარსული
დამტოვეთ მარტო მოგონებებო
მივმართავ ბარმენს: - დამისხით შხამი!
კვლავ ცივად მიცქერს: - როგორც გენებოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები