ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2011


კვლავ გაიცინე

კვლავ გაიცინე. ცრემლებს ისევ შეცვლის სიცილი
და ვიმეორებ გულში ნათქვამ ლამაზ ფიცივით
ქარსა და ავდარს დღე მოჰყვება ისევ მზიანი
კვლავ გაიცინე. სახე გშვენის ღიმილიანი.

სევდა ეკალზე ბასრი ხდება ჟამიდან ჟამზე
ნუ იწმენდ ცრემლებს, ეგეც გშვენის მაგ ლამაზ თვალზე
ქარი დაქრის და ფოთლებს აცლის ხეებს ეულებს
მზე კი ათბობს და კვლავ გაათბობს ბედის რჩეულებს.

მაინც ნუ იტყვი შენ ბედზე რომ უღმერთო არის
ბოლოს მთავრდება ყველაფერი, ჩადგება ქარიც
აღარ იტირო და მე მოგწმენდ უმანკო ცრემლებს
შენ ლამაზ სახეს და მთლიანად შენ რომ გასველებს.

კვლავ გაიცინე. ცრემლებს ისევ შეცვლის სიცილი
და ვიმეორებ გულში ნათქვამ ლამაზ ფიცივით
ქარსა და ავდარს დღე მოჰყვება ისევ მზიანი
კვლავ გაიცინე. სახე გშვენის ღიმილიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები