ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2011


ღამე

იწვის ღამე და გულში იჭრება,
მოგონებების თეთრი აჩრდილი,
ტირის ტირიფი, ცრემლად იღვრება,
და სევდიანი, დგას თავდახრილი.

კვლავ გამიტაცებს ღამის სიჩუმე,
დავრჩები, ისევ უხმო ჩრდილებთან,
ჩამოიქროლებს მუზა ქარივით,
დამტოვებს მარტო, ღამის ფიქრებთან.

ღამის წყვდიადთან შეჭიდებული,
მთვარე ნარნარით ოცნებებს გაშლის,
მუზა მგოსნებთან ადიდებული,
კვლავ სიყვარულის სასმისებს დაცლის.

და იტყვის ღამევ, ჩემო ნუგეშო,
ნავსაყუდელო  ჩემი სულისა,
ოცნებავ ჩემო, ჩემო იმედო.
შენ ხარ დამწველი, ჩემი გულისა.

შენ ხარ მიზეზი, ლექსთა დინების,
და პოეზიის უსაზღვრო ქროლვა,
დიდი მეგზური ტრფობა წყვილების,
და სიყვარულის უმანკო ლტოლვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები