ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2012


პერლინა


თოვს...
ცა თეთრია.
თოვს ერთფეროვნად.
თოვე, ჰო, თოვე გარეთ, თოვე შინ...
ავდგები, გავალ, მერე შემოვალ,
სიმარტოვიდან სიმარტოვეში

და დამაფიქრებს ჩემი სისოვლე,
ჩემი სიშორე გზიდან, ციდანაც.
გარედან მხრებით შემომყვა თოვლი
და არაფერი შემოიტანა

გარდა ფერის და გარდა ფიქრების,
შენ თოვლისფერი რომ გეცვა კაბა...
არ მახსოვს:
ძალას თუ მოვიკრებდი
ერთ გაღიმებას შევძლებდი?
ალბათ...

სახეზე ფერად მედო ჯავრი ცის,
ზეცა ფერმკრთალი იყო თვითონვე.
ისე ჩამოლპა სული არ ვიცი
მართლა მყავდი თუ გამოგიგონე

და, მოდი, გერქვას, ვითომ, პერლინა
(ჩემი პირველი წიგნის გმირივით)
და ცხოვრობ სადმე, ახლოს ბერლინთან,
ოღონდ აქედან შორს და...
ტირილით

სხვებმა იტირონ, მე მოვთოვ. გავა
ოცი წუთი და დადებს თოვლი სქელ
ფენებს. მე წავალ, სულ წავალ, წავალ
სიმარტოვიდან სიმარტოვისკენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები