ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2012


საბანი

მე ვცხოვრობ  თბილ შემოდგომაში,
სახლში და სხეულში, ფიქრში და ნათელში...
არ აღმაგზნებს ხიბლი შემოღამების.
არ მყავს ძაღლი და არ ვარ ერთგული.
არ მინახავს სიკვდილის წინ კაცის თვალები,
არც ახალშობილის პირველი ტირილი გამიგია და
არც ხე დამირგავს.არც ფესვებით ჩავზრდილვარ მიწას
და არც ქარს წავუღივარ შორეულ მხარეს.
არც არავინ მყვარებია...ძილი ხშირად გამიტეხავს.
არც  თვალით მინახავს ღმერთი და არც რამე გამიგია.
და ცა კი ისე ლამაზია,როგორიც ჩანს.
ღიმილი ისეთი ლამაზია, როგორიც მხოლოდ
15 წლის ასაკში ,მორცხვი და ეშმაკური.
ჩემი თითები შენი ნერვებია - სუსტი... და ჩამოყრილი
ფოთლებია ჩემი სული -უფერო ,გამომშრალი.
მე ვცხოვრობ უცნაურ სიმარტოვედ
და ველოდები ზურგის ქარს,
სანამ გეტყოდე მე შენ მიყვარხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები