ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2013


###

მას არ აქვს სუნი სიყვარულის, ის არის მშვიდი.
ის არის ქარზე ჩამდგარი და ღიმილზე ნაზი.
სველი იებით ყოველღამით ტუჩებს იკერავს
და ფეხაკრეფით სახლებიდან-სახლებში მიდის.
მას არ აქვს სულში სიყვითლე და ნაღველი ხმაში.
როცა ჩვენ გვძინავს საამურად, იღვიძებს მაშინ.

ის დარდისაგან გათეთრებულ მთებიდან იშვა.
სარკმელში ცისკრის გაელვებულ პირველ სხივამდე.
ლურჯი სიბლანტის, უკვდავების წყაროებიდან
ჩვენში მოვიდა, როგორც სითბო და ტკბილი სიტყვა.
დატოვა ცეცხლი ,სხეულების გამოშრობამდე
და მრისხანება სამშობლომდე,ცამდე, ომამდე.


იგი არასდროს არ იბარებს სად წავა ხვალე.
ტანთ რას ჩაიცვამს, შემოდგომის ქარებს თუ პიჯაკს,
ან რა გზით მოვა,ჩვენი სიზმრის სველი კედლიდან.
თუ გადმოივლის ოჩოფეხებს,ტყეს, სახურავებს.
მაინც არ იცი როდის მოვა ღამით თუ სისხამს.
ის არის გულის ,თვალების და შენობის მიღმა.

მან კარგად იცის  კაცის ცნობა და  ენა ქარის.
ამღვრეულია ტბასავით და ფიქრივით მდორე.
ზის მუხლებამდე ბალახებში,როგორც სიჩუმე
და მზის ქათქათა ღრუბლებიდან ღრუბელბში ქრება.

შენ მისი ნახვა  ამქვეყნიურ ტკივილს გიყუჩებს.
მე მისი ნახვა რა ხანია აღარ მგვრის შვებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები