ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2013


ლექსები ცისფერყანწელებზე

ცისფერყანწელო ტიციან!

საქართველოში მგოსნებმა
შენზე ბევრი რამ იციან!
მწამს: აგვიხდება ოცნება,
ცისფერყანწელო ტიციან!
გადაივლიან ქარები
და გამოჩნდება გზა ხსნისა!
იმას დაუდგეს თვალები -
სამშობლო ვინც გაასხვისა!



წერილი პაოლოს

მოგესალმები პაოლო,
გეტყვის ვაჟკაცი სიტყვას:
დაწყობილ-დალაგებული
შენი ქართულიც მიყვარს!..
სულში ჩამწვდომი ლექსები,
დარდი... უსაზღვრო სევდა.
მიტოვებული სოფელი,
მონატრებული დედა.
უფრორე მეტად შვებას ვგრძნობ,
შენს წიგნს ვკითხულობ როცა...
ამაყო ცისფერყანწელო -
ცისფერი ყანწით გლოცავ!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები