ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამულეტი
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2013


მაღიზიანებს ერთფეროვნება...

  წვიმს... თითქოს გადაიღებსო, მაგრამ ისევ-ისე წვიმს და წვიმს.მიწა უკვე გაიჟღინთა და ერთი სული აქვს როდის შეწყდება ციდან ჩამონაღვენთი ვებერთელა წვეთების ნაკადული.უაზრო დღე იყო გუშინაც და დღესაც! მიჭირს რამის თქმა, ამიტომაც უჩუმრად, ჩემთვის ვზივარ ბუხარს მიფიცხებული.
  წელს რატომღაც უღიმღამოდ მეწვია გაზაფხული,არანაირი აღმაფრენა,პირიქით ხეთა ყვავილობაც კი შეუფერებლად მიმაჩნია ამ დამჭკნარ გულის თვალწინ.არავითარი კონტრასტი! სადაც გავიხედავ ყველას თავ-პირი ჩამოსტირის.ჩემის მხრივ დიდი უმადურება,საუფასებელი საქციელია, მაგრამ მე პირადად გამოცოცხლებისა არაფერი მეტყობა.მითუმეტეს წელს.
ძალიან ვწუხვარ.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არასოდეს გამოიდარებს! წვიმასაც არა აქვს თავის იმედი და მე რაღას ვემდური?...
მაღიზიანებს ერთფეროვნება!

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს