ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2014


გაზაფხული ლელ...

"გაზაფხული შემოსულა, ლენ,
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს..."

მურმან ლებანიძე.

გაზაფხული შემოსულა ლელ...
მიდი სადმე დაემალე სევდას,
აღარა გავს ეგ მკლავები ხმელს
და მაგ ტანით, წყალჩამდგარი ხე დგას.

მიდი მაგრად მოეხვიე ლელ...
დედამიწა ორსულია ახლა,
ვეღარ დაგრევს მარტოობა ხელს
ამ გაზაფხულს იის სუნი ახლავს...

გაზაფხული შემოსულა ლელ...
არად უღირს საფლავების დარდი
შემოუსევს წითელ ყვითელ ფერს,
ნუ იტირებ მხოლოდ ისე ადი,

რომ არ მისცე დავიწყებას გზა...
ცოცხალიხარ ესეიგი ძლებ
და მიზეზიც არ ყოფილა სხვა!
გაზაფხული შემოსულა ლელ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები