ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2015


თუში მეცხვარე

ჰგავდნენ ვერცხლისფერ ნაწნავებს
მთიდან დაძრული ჩქერები.
კლდეებს ზვავები კაწრავდნენ
ყინულის ცივი ხელებით.
ნისლი ფრავდა მთაგრეხილს,
თითქოს მზე იდგა, არა და...
თუში, ამ კლდეთა ნატეხი
ერთგულად იდგა ფარასთან.
ჩქამით ხვდებოდნენ ძაღლები
მოახლოებას ნადირის.
იღბალი იყო თანმხლები,
სულ ერთ სათოფე მანძილზე...
ფარას უძღოდნენ ვაცები,
თოთო ბატკნებს კი უჭირდათ.
მწყემსები - გაძლე კაცები,
ფიცვერცხლნაჭამნი დუხჭირთან,
თოვლს მიჰკვალავდნენ ფეხდაფეხ,
თავი უშიშრად ეჭირათ,
ჯვარი სწყალობდა მეცხვარეს,
მთა არ იგდებდა ბეჭიდან!
ისხდნენ კოცონთან მწყემსები,
ამ მთებს მოჰგავდნენ თვითონაც...
ძირძველი ადათ-წესები
მთაში სიცოცხლეს ითხოვდა!..
    18.05.15 თუშეთი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები