ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო.დადიანი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2016


სხვა დღეებიდან

* * *
ყველაზე საიმედო ადგილიც არაა დაცული.
გულით დამქონდა ჩვენი სიყვარული,
ვიდრე ერთხელაც საკუთარ სისხლზე არ დამიცდა ფეხი.
ხელები დავიგრძელე, ხმაც ავიმაღლე,
მაინც ვერ შევწვდი.
ჯერ გხედავ სიყვარულო
და ვიდრე თვალს მიეფარები
სურვილს ჩავუთქვამ:
თუ სადმე შემხვდი კი ოდესმე,
მომატყუე, რომ უკვე სხვა ხარ,
სხვა და ახალი.

***
კიბე-კიბე მაღლდებოდა ცხოვრება,
არ მიჩქარია როცა ხალხი შეესია,
რადგან, მეგონა, მხოლოდ მაშინ იბადებოდა,
თითქოს მანამდე არ ყოფილა სულაც არავინ,
მაშინ იდგამდა ფეხს ჩემს თვალწინ,
ენას იტეხდა.
ხელს ჩავკიდებდი,
დავატარებდი ჩემს გემოზე.
მაინც როგორი ყოფა იყო,
მძიმე და ტკბილი,
ცისკენ აწვდილი ხელებივით
დამქონდა ფიქრი.
დუღდა და დუღდა ყველაფერი,
უსახსრობას გაურბოდა ხალხი.
წრეზე ბრუნვას გავს ალბათ გაქცევა,
სად გაიქცევი.
თვალის ჩინივით ენთო ქუჩაში დედაჩემი
ჩვენს მოსაძებნად,
ჩვენი მომავლის ამოსაქექად,
ჩვენი სიკვდილის.
კიბე-კიბე მაღლდებოდა ცხოვრება,
ბოლოს კი ისე გაიზარდა ვერ შემამჩნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები