ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჩეული
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2016


მე შენს სიყვარულში დაკარგული

მრცხვენია შენი უცნაურად,შენი და ღმერთის,
მრცხვენია ღამის,შიშველი,რომ ძლივსღა ცახცახებს,
რამეთუ მითქვამს- მიყვარხარ-თქო რამდენჯერ შენთვის,
ასე მგონია,შეგაჩვიე მძიმე არტახებს..

რაც ვარ ესა ვარ მხოლოდ ერთი და მეტი არ ვარ,
სადღაა თეთრი სველი მიწა ლამის დაფერფლდეს,
მე არც თოვლი ვარ გადავშალო დეკემბრის სუსხი,
და არც უფალი სიყვარული გამიცალმხრივდეს,....

აპრილის ქარებს ველოდები შენსკენ მომრიყონ,
თოვლი რომ ვიყო ბილიკებზე დავეთოვები,
შენც ჩამოივლი კვალს დატოვებ ამ თოვლზე ფრთხილად...
როგორც დატოვე ჩემს გრძნობებზე შენ ერთ დროს დარდი...

აღარც სუსხიან ღამეებში აღარ მოგძებნი,
არც სიყვარულში არ დაგიწყებ ფიქრით მოძებნას,
მე ხომ ვისწავლე გაჩუმება ამ სიყვარულზე,
თუმცა მინდოდა მთელი გულით ყველგან მეყვირა.....

შენ ერთს გაჩუქე სიყვარული და ფიქრთა გროვა,
შენ ერთს გიძღვნიდი ლექსებს - ოცნების ხროვას,
შენთვის მინდოდა ეს სამყარო, ბედნიერება,
თუმცა წახვედი და დამიტოვე სიცივის ქროლვა,...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები