ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაუსტოელი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2016


შენზე გავიგე გათხოვილხარ

შენზე გავიგე გათხოვილხარ ვიღაც ყმაწვილზე
და ჩაუცვიათ შენთვის თეთრი კაბა პატარძლის,
ვალუტას მოგავს ჩემი გული,კურსით დაბალს და
ალბათ გიღირდა სიყვარული მასთან გადაცვლის.

გადაუხდიათ შენთვის დიდი ქორწილი მითხრეს
და ჯვარი თურმე ვიღაც მთვრალმა მღვდელმა დაგწერათ,
ვადევნებ თვალყურს ფოტოებს და მიუხედავად,
ბედნიერება წაშლილია,ჰოდა არ მჯერა...

ღამის რომელიც გაატარე მასთან ვნების და
მერე ერთბაშად ყველაფერი წამში არიე,
დილით მეუღლის მორთმეული უშაქრო ყავა,
გიღვიძებს გრძნობებს და ტუჩებით სცდებით ბარიერს.

ღამის კლუბები,რესტორნები,ბარები თურმე..
ყოველდღიური ფუფუნების სახლად აქციეთ,
დაღლილი სახით დაბრუნებულს დილით სარკის წინ,
ორეულს ამჩნევ ცვლილებებს და ნანობ საქციელს.

დაყავხარ ძვირადღირებული ავტომობილით
და გაცმევს სამოსს მხოლოდ ბრენდულს,ზარას,ვერსაჩეს
სამკაულები იმდენი რომ ბევრიც ცოტაა,
მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვერ არჩევ...

ზღვარს სიამაყეს და სიყვარულს შორის გავლებულს,
ბევრჯერ დაიმსხვრა,დაილეწა ის რაც მითია,
ჩვენ დავინახეთ ერთმანეთი გუშინ ქუჩაში,
ჩვეულებრივად ჩავიარეთ და არ გვითქვია...

არცერთი სიტყვა...თუმცა ბევრი გვქონდა აქამდე,
ალბათ ვიფიქრებ გარდასახვის ყველა მიზეზზე,
ადრე რომ ხელებს ჩამჭიდებდი სეირნობისას,
ალბათ იმ ხელებს დღეს მეუღლეს ახვევ კისერზე.

ცხოვრება სპექტაკლს უფრო მოგავს ნარღვევ მცნებებით,
ჯობდა აქამდე ყველაფრისთვის ხაზი გამესვა,
ვირზე შესმული მარიტასთან გაგაიგივე,
მიყვარდი თუმცა ახლა უფრო სოფლის მხარეს ვარ.

გადავხევ ფურცლებს მოგონების,რწმენით ნაშენებ
პირამიდებთან ქედს მოვიხრი ასე მგონია,
გუშინ უბრალო გოგო მახსოვს,სათნო და მორცხვი,
დღეს კი ამაყი,თან მდიდარი ქალბატონია.

გავიგე თურმე ჩემს ვებ გვერდზე ხშირად მსტუმრობ და
ადევნებ თვალყურს დღეს როგორი ლექსი დავწერე
და რომ მოგინდე კითხვას დასვამ ისევ ბავშვურად,
,,ვუყვარვარ" არა.. სულს გაატან ბაბუაწვერებს.

ასოცირდება ასი ოცთან სიგიჟის წლები,
კარებს ვიხურავ წარსულის და დღენი მიდიან,
ვიღაცამ შენი გათხოვება გამიმეორა,
მე კი ვპასუხობ:არაუშავს,უკვე მკიდია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები