ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2016


კვანტური მისტიკა

კატაკომბებმა ამობერტყეს სიტყვების ექო.
ოხშივარია.შემოასკდა ყვავი დარაბას.
ტბორში მარხია მთვარის ცრემლი. არ უნდა ქექო
ქარში ნაქსოვი სიმშვიდე და დავიდარაბა.
ხავსის ძაფები - მოხასხასე მწვანე თასმები,
შეხორცებია ვენებივით ქოხის კიდურებს;
დიდი ხანია იმ ეზოში აღარ გასმევენ
წყალს ძველი  ჭიდან, საიდანაც ღმერთი გიყურებს.
დამშრალი ხევის ღრმულებიდან გესაუბრება
სიცარიელის უხერხული კატატონია.
ღამეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები