ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 დეკემბერი, 2009


მე მინდა შენთვის....:)...

(წაიკითხე... )

დღეს ქუჩა არ მინახია..
დღეს ფანჯარაშიც არ გამიხედავს...
ხვალეც სულ 20 წუთით ვიქნები გარეთ..
არ მინდა გარეთ..
...
ჩემი სახლი_4 მეტრია.. აქაა წერა.. კითხვა და ფიქრი.. და კიდევ სიჩუმე... და კიდევ.. ხრჩობა........
...
წაიკითხე ის, რაც მოაღწევს..
წაიკითხე იმ სიმშვიდიდან_რომელიც გამჭვირვალე სახურავის ქვემოთაა... _სახურავის, რომელსაც ვეღარასოდეს ავხდი...
წაიკითხე..
შენელებულია გული და გაფანტული.. მოდებული და გაბნეული... გამოდებული და გაქცეული...
წაიკითხე_სანამ ფეთქავს...
....
მალე ვეღარ ვიფიქრებ_რადგან სითეთრე წაშლის ფერებს და სუნთქვას ჩააქრობს...
დედამიწა ჩაიკეცება მთვარესავით და დაიკარგება მიწა_სადაც ბავშვები აცხობდნენ პასკებს.. სადაც ერთმანეთს მალავდნენ სასაფლაოებში...
დახუჭე თვალები და გულით წაიკითხე _ როგორც ბრმამ..

მიგრძენი..
......
......
სანამ დავეხსნები ჰაერს...







(სიმარტოვე)

* * *
.მეგონა მთვარე იყო...
მერე დავუკვირდი და... ვარსკვლავებიც კი არ ჩანდნენ..
გულში ვუსმენდი მუსიკას და სიარულითაც ისე..
რითმში, სასიამოვნოდ მივუყვებოდი ცარიელ გზას :) ...
მერე...
ძაღლმა ჩამირბინა... სევდიანმა... ძვლები დაეთვლებოდა და... მომხედა..
თითქოს რაღაც.. თანაგრძნობა იგრძნო!... თან ალბად გამიღიმა!...
მე კი პურის ნატეხიც არ მქონდა რომ მიმეცა..
შემრცხვა.. შევიკუმშე.. თვალები ჩამიქრა.. თითქოს იმ ძაღლისკენ მიმავალი სითბო გადავკეტე..
ძაღლი შეკრთა.. გააჟრიალა..
მოასწრო თვალებში თბილად და მაინც მადლიერად ჩახედვა და... გაიქცა...
...
მერე სულში ისეთი სიმარტოვე იყო და..
დარდმა ... გამათბო
...
ამაო ვარ...
მხოლოდ ვგრძნობ.. და არაფრის გაკეთება კი არ შემიძლია..
სულ ასეა...





* * *

დღეს მეტეხიდან ჩემოვდიოდი ხიდზე...
ჩემს წინ, მოშორებით პატარა, შავყურება ლეკვი გამოსულიყო სიბნელიდან ტროტუარზე..
უცებ წინ ბიჭმა ჩაუარა..
ლეკვმა ჩამოყრილი ყურები დაცქვიტა და მხიარულად გაეკიდა, ფეხებში მოედო..
ბიჭმა წამით წაიბორძიკა და.. იგივე ნაბიჯით გზა განაგრძო..
ლეკვს რაღაც გაუხარდა..
“პატრონი ვიპოვე.. პატრონიი.. ხომ იქნები ჩემი პატრონი?!..”..
გაეკიდა ბიჭს..
მაგრამ ვეღარ დაეწია..
მის პაწია გულში სითბო უფრო ცოტა დარჩა..
მე კი,..
აჩქარებული, ქუჩის მეორე მხარეს გადავედი!..
ლეკვმა ვეღარ შეამჩნია!..
მისი გული ალბად ჯერ კიდევ თბილია.. მაგრამ.. ზამთარი მოდის...
რატომ არ შემიძლია გამოვხატო და გავაკეთო ის, რაც მინდა!?!..
უღირსი და გულქვა ვარ..
და კიდევ.. ღარიბი..
მე ერთი ლეკვის შენახვაც კი არ შემიძლია..

მოყინა..







* * *

სად? ...
გრძეეელი გზა იყო...
სიჩქარემ დაკარგა დრო...
გაქრა მოლოდინ _ როგორც ასეთი და ჯერ არ ასულს, უკვე ვარდნის თავისუფლება უყინავდა გულს...
სიმშვიდე... ! ...
ჭარბი ენერგია კონტროლს ადუნებს და ანგელოზებს აფრთხობს...
სიურჩე მონოს ყურსასმენელივითაა_უსრული ცდაა გაგებისა....
თქმა...
კარი.. ღია ან დახურული _ თვალებით ან სიტყვებით...
სიჩუმე ყველაზე ხმამაღალია...
გული...
ითვლისდა მხოლოდ დიდი სიყვარულით შეიძლება... გაჩერდეს...
(ბედნიერებაა!) :)
......
დედამიწაზე კი ერთადერთი წუთი მაჩუქეს! ...







* * *

ისევ გზა..
ფუთები კალთაში.. ხურდები ჯიბეში.. ვიღაც არ ეტევა..
დაგვიანებული ადამიანების დალოდებული თვალები..
დაზიანებული სანთებელას მონოტონურ მოძრაობას გარითმული ლურჯი ნაპერწკლები..
ხასიათი ერთი ჭუჭყიანი მინის იქით თვინიერდება..
თავისუფალი ფანტაზიისა და სულის ილუზიაა... ! ... :) ...
კვირტები შევნიშნე..
აკაციის ბუერების სინაზე გაზაფხულით გაბნევს.. :)..._ ეს ერთადერთი დარწმუნებული ასრულებაა!..
მანქანების ფარების სიმკვეთრე თვალებიდან სულს გაცხრილავს.. ამ ღამით ამაზე მეტი სინათლე წარმოუდგენელია!..
გზა სახლამდე მცირდება..
გზა ყოველთვის მცირდება..
სახლი გზისთვის იგივეა _ რაც მზე ღამისთვის! ..
ჩემი გაჩერების დროა!.. არ გავცდე!
....
"გაჩერებაზე გააჩერეთ თუ შეიძლება.."...







* * *
დადიან ადამიანები..
გვიანობით _ დარჩენილები..
ღიმილით _ სევდიანები..
სურათებით _ ულამაზოები..
ოცნებებით _ უიღბლოები..
ენერგიულად _ დაღლილები..
იმედიანად _ ურწმუნოები..
დაბნეულები..
განათებულები..
მჯერა _ არ მჯერა!
მცივა _ არ მცივა!
ველი _ არ ველი!
საღამოა..
მშვიდობისა..
სიკეთისა..
ფიქრისა..
ძილისა..
სიზმრისა..
ხილვისა..
სიყვარულისა..
ღმერთს ებარებოდეთ!







(ყველანიც... დამილოცნიხართ... )

გავჩუმდები...
მერამდენეჯერ ვიძახი ასე...
...
... და კვლავ... კედელს ცერცვს ვაყრი...
და კვლავ მდუმარედ უცხოებს ვერევი...
იქნებ ამ სტროფებში ჩემი სიცოცხლეა?! ...
რაღაც ივსება და ქრება...
დაღლილ გონებაზე ვწერ და მინდა ეს სიცოცხლეში ბოლო იყოს..
...
... კიდევ..
ადამიანებს ვუყურებ..
ნაირ-ნაირებს..
ათასბგერებს..
ათასფერებს..
...
... და გადავწყვიტე...
ის, რომ ყველაფერი დროებითია თურმე..
ადამიანის მოკლე.. უმადურ სიცოცხლეშიც კი_მათ ერთმანეთი ბეზრდებათ.. ამოწურავენ ხოლმე ერთმანეთს...
სულ.. სულ...
(მე კი ადამიანი მეტად მიყვარდება.. _ამიტომ ... მიჭირს.... .........)
კიდევ მივხვდი, რომ ადამიანი რომ შინაგანად ცუდად გახდეს... მართლა სულ მარტოდ დარჩება...
ამისი არ მჯეროდა.. არასოდეს... ეხლა მივხვდი...
(არასოდეს მივატოვებ!...)
და კიდევ იმას.. რომ...
ყველა სადღაცააა ჩაყინული და არაფერი სწამთ..
და დავიფიცე ცხოვრებაში აღარასოდეს ვიმართლო თავი! ...
ჩემი სულის მე ვიცი და ღმერთმა... _და ეს სრულიად საკმარისია... (მთელი გულით მჯერა!..) ...
მგონი..
რაღაც მარაზმია ეს ყველაფერი...
...
ესეც.. კაცთმოყვარეობის ფარგლებში ვფიქრობდი...
ისე კი.. ოოოოოო..........
...
დავიღალე ...
"ქუჩაში ერთხელ ..."
წავედი ერთი.. გავუყევი მე და...
ყველანიც... დამილოცნიხართ.........







* * *

ყინულოვანი ხედი აწყნარებს...
რადგან არაფერია გარშემო ხელმოსაჭიდი და კიდურების გაყინვა ლოცვას გიფანტავს.. რა დროს ლოცვაა..
-მომიხსენიე..
აბარებ და მშვიდდები..
ვიღაცამ შენი სულის ნაწილი იტვირთა.. გაიხაროს!...
ჩართული ხარ.. ცოცხლად..
თუმცა იცი_რომ დენს გამოგირთავენ!..
არ იდარდო...
ატვირთვის დრო_იმაზე გრძელია_ვიდრე გამღერება.. ან .. მოთმინება..
ძალიან პატარა ყოფილხარ!
...
ვიღაცეები ყოველთვის წავლენ..

ნეტა მათ!







(მე მინდა შენთვის...)

დღეს დაიხსნებიან სურვილები...
რადგან შეეხო გულს როგორც მიწას წყლის გადმომჩქეფარე შხეფები..
და ამოდიან მესიჯები მარჯვენა კუთხიდან...
ნუ გგონია რომ გარშემო ისაა_რაც გგონია..
ნურც ადამიანები..
ნურც სუნთქვა..
სიურეალიზმია და ისაა_რაც ინატრე და დაადგინე...
და მოგესურვება კანის გახდა როგორც პატარა გაბრაზებულ გოგოს..
მოწიწებით გადადგამ თეთრ ფეხსაცმელებს სისხლის გუბიდან...
და გაგაკვირვებს სიჩუმიდან ამოსული ბგერათა კვამლი...
ეძებ სიმშვიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტი სჯაა და "დაკავება"...
ელი იქ, სადაც სიყვარული მხოლოდ ზურგს შევლებული თვალების ლოცვაა...
...
გარიდება..
გალია...
შენამდეც უფიქრიათ..
ვიღაც მოვა და აღარ ვიქნებით..
ვიღაც წავიდა და ყველა სხვა გზაშია..
...
მე მინდა შენთვის:
სიმშვიდე!
სიმშვენიერე და შვება!
ღიმილი და სხივი!
ბგერა და ფერი!
სიმაღლე და იდუმალება!
სიყვარული და სახლი!
გული და რითმი!
ლურჯი და თეთრი!
რწმენა და მიზეზი!
...
ის, რაც არასოდეს დასრულდება.............. :) ...............





_ _ _

ჩემი ძველი ჩანაწერები ამით ამოვწურე:)) ...
...
ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი მოგმადლოთ! :) ...
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! :) ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები