ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2010


მერე რა?!.

მერე რა, თუ დაგვაკლდება რამე...
მერე რა, თუ შეგვცივდება ღამე...
მერე რა, თუ გადავითვლით წამებს...
რომ გათენდეს... იქნებ მოგვცენ რამე...
მერე რა, თუ არ გვექნება ფული...
მერე რა, თუ არ გვეყოფა პური...
ჩამეხუტე, გაგვითბება გული...
მიყვარხარ და არ წამართვა სული...
მერე რა, თუ არ გვექნება სახლი...
ოთხ კედელში თუკი ვეღარ გავთბით...
მერე რა, ხომ გიყვარვარ, არა?
სიყვარულში სიდუხჭირეც გავა...
როცა გიყვარს აღარ იტყვი მცივა...
როცა გიყვარს, შენ გულიდან თბები...
არაფერი ქვეყნად მე არ მტკივა...
უშენობის, მონატრების მეტი...
მერე რა, თუ შეგვაქციეს ზურგი...
მერე რა, თუ მარტო დავრჩით გუშინ...
შემომხედე, მე შენთან ვარ, გეტრფი...
დღეს ბავშვს გჩუქნი, მე საჩუქარს ღმერთის...
მერე რა, თუ მარტო დავრჩით ქვეყნად...
მე, შენ, ბავშვი... ხომ ვიქნებით ერთად...
დამიჯერე, ჩვენ ბევრნი ვართ მაინც...
ჩვენ აქ სამნი და უფალი ცაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები