ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა ჭლიკაძე
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2010


ქალი დემონი

ჩემს წინ იდექი საუცხოო ქალის სხეული.
ჯერ არნახული სილამაზის ნატიფი სახე
და მომნუსხველი, იდუმალი მშვენებით სავსე
შენს ღრმა თვალებში არსებული სამყარო ვნახე: 

სადაც გრიგალად შევეხეთქე პირუტყვთა ტალღებს
და დავეფინე ათრთოლებულ სულთა სახეებს,
ხელის მტევნები ზე ავღმართე ცეცხლის ალებად
და მოვეხვიე სიყვარულით გახრწნილ ბაგეებს.

სულთა მეკობრემ თეთრ ნაკრძალთან დაუშვა ღუზა
და ფანტომებმა ქვეწარმავლებს დაუწყეს ლოკვა,
ალქაჯთა დასმაც შემზარავი ხმაურით იწყო
მსხვერპლად შეწირვის რიტუალის ტამტამთა როკვა.

მტარვალთ აჩრდილნი გაურბოდნენ სალოსთა სულებს
და სულმდაბლობის ესეები ცხადად მეჩვენა,
ტახტს ვეღარ სძრავდნენ აიეტის მკვლელი ხარები,
რომელზეც ჩემი მომაკვდავი მუზა ესვენა.

მეძავთა ძვლებით აშენებდნენ დიდრონ კაბარეს
და გაჰკიოდა მივიწყებულ ტყვეთა სამარე,
ალქაჯ ქალთა და შავ დემონთა ცრუ კარნავალი
ერთპიროვნულად ასახავდა ცოდვის სავანეს.

შემდეგ მოვწყვიტე მზერა ჩემი შენს თვალთა კრთომას
და გარდმოაწვა გულს დარდის კლდის დიდრონი ლოდი.
ასეთ ბავშვურ და ზეუმანკო კრავის თვალებში
შავ სირინოზთა დღესასწაულს არ მოველოდი! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს