ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა ჭლიკაძე
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2010


ნახეთ რა ღამეა!

ნახეთ რა ღამეა, არ ჰყავს ორეული
შეიშლება ფიქრთა მრავალტომეული.
ახლა ალბათ ფურცლებს გრძნობამორეული
მელნად ეღვენთება ლექსო დორეული. 

გრანელის საფლავთან ათევს ფილალეტე,
ედიშერაშვილი მუზას ეფერება,
თვით სფინქსს მიაქროლებს მიხო გოგუაძე
და უკვდავ ბუმბერაზს არ სურს შეფერება!

გულში უხმაუროდ სითბო ჩამეღვარა,
ზუსტად ვიცი ახლა ლექსს სწერს ჩეგევარა.
მთვარევ ერთგულებას ნუღარ მომთხოვ, კმარა!
სხვა პასუხს ვერ გაგცემ - თან კი და თან არა! 

ნახეთ რა ღამეა, არ ჰყავს ორეული,
გრანელის საფლავთან ათევს ფილალეტე,
გულში უხმაუროდ სითბო ჩამეღვარა
და ეს ჩუმი ლექსიც ფურცელს მივალეწე. 

15/04/2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს