ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა123
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


შენი ბედი და შენ

ამ  ქვეყანას როცა  ევლინები,
წინასწარ  არ  ირჩევ  როგორი  იქნები,
არ ირჩევ მშობლებს, არ ირჩევ ბედს,
ღმერთი შენში დებს რაღაცა ძღვენს.
      შენ ხარ ერთი რაღაც გამოცანა,
      რომელიც შენვე უნდა ამოხსნა.
      შენა გაქვს მხოლოდ ორი ამონახსნი,
      შენ არ უდრიხარ ნოლს,
      შენ შეგიძლია იყო მინუსი,
                                          – თუ ასე ამოხსნი,
      შენ კარში ნუ იტან მეასე გოლს,
                                            –იყავი პლიუსი!
ეძებე შენში
ყველა კეთილი,
იპოვე თავში
ვინმე ძლიერი,
იყავ მებრძოლი,
ქენი კეთილი,
ძლიე მეორეს,
მეორე მეს!
კაცია მისი თავის უფროსი,
თავისი თავის  მეფე და მტერი,
უბრალოდ ისწავლოს კონტროლი მისი,
მოთოკოს ყველა და ყველაფერი.
  იყოს ისეთი როგორიც უნდა,
  ნეტა, უნდოდეს მოყვასად ყოფნა,
  ნეტა, არჩევდეს  ცუდსა და კარგსა,
  ნეტა, შვრებოდეს რომ იყოს კარგი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები