ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი გოგოლიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2010


# # # # # # #

მაისი, შაბათი, თორმეტი, პარტერი,
მატილდა, მატილდა, მატილდა ,მატილდა,
ტრიალებს სცენაზე მტვერი ვით ფანტელი,
მზე იშვა დარბაზში ცისფერი ფარდიდან.

შენ ისე დიდი ხარ ცას ჰქვია მოდიდო,
ყოველი სტროფით და ყოველი კუპლეტით,
პარტერი, მაგიდა, ჭიქები, მოხიტო
და მღვრიე ბავშვობას ასრულებ უბეთი,

ზედმეტად შეხსნილით, გიცქერის თეატრი,
აქ არის ელენე, მერი და მრავალნი,
ხოლო შენ შენსავით პატარა ბეატრიჩს
პოულობ სადღაც და პოეტებს ავალებ,

რომ წერონ, შეგთხზან და არ იცი, არ იცი,
თუ როგორ მიდიან თვალები კარისკენ,
შაბათი, თორმეტი, პარტერი, მაისი,
და ისიც არ იცი რომ ისე გარისკე,

რომ მეც კი გავრისკე პატარა მატილდა,
ჩანს თითქოს ბავშვობა ჭრილობად გეფინოს,
მზე იშვა დარბაზში ცისფერი ფარდიდან
და მაინც საშინლად თამაშობ ეპილოგს.

რადგან შენ არ კვდები, იმდენად აქ ხარ და,
იმდენად დიდი ხარ მზე შენში ჩავიდა,
დღეს ერთმა პოეტმა რადგან კვლავ დაგხატა,
მატილდა, მატილდა, მატილდა, მატილდა.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები