ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2013


***

იმ თაობაში ასეთი კაცები იყვნენ:
ნაღმივით  დაჰქონდათ შენელებული თვითმკვლელობა.
ნაღმი მოულოდნელად  ფეთქდებოდა,
ხან როდის,  ხან როდის.
ერთი წლის მერე,  ხუთი წლის მერე, ათი წლის მერე...
ხან სად, ხან სად:
ქუჩაში, სახლში, კლინიკაში, მანქანაში,  ღია ფანჯარასთან...
ისე ხდებოდა,  ამ დროს  არასდროს ვიყავით  მათთან, 
ნამსხვრევები კი რატომღაც  სხეულში ჩაგვრჩა.
ვერ ამოიღებ, მთელი ცხოვრება უნდა ატარო.

იმ თაობაში ასეთი კაცები იყვნენ:
დედებს უსწრებდნენ,
კვიცებივით წინ მიდიოდნენ,
ჩუმად წვებოდნენ  საფლავებში,
ისე ჩუმად, როგორც ადრეულ ბავშვობაში
დედის საწოლში.
დედა კი როცა დასაწოლად ემზადებოდა,
გადაკეცავდა  ღიღინით საბანს,
ელდანაცემი  დაიკივილებდა:
-ვაიმე, შვილო!

იმ თაობაში ასეთი კაცები იყვნენ:
სიკვდილის მერე  გამჟღავნებულნი,
კაფსულაში ჩადებული,  დავიწყებული ფოტოფირივით.
ისე მკვეთრად,
სულიც კი უჩანთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები