მახსოვხარ ინანა, მაჩნიხარ მაჯებზე, ლანდივით ვატარებ სევდიან არშიებს, ცოდვისთვის ცოდვა ხარ თავს თითქოს ვაჯერებ, შორიდან გიმზერ და მზესავით მაშინებ. როგორი ცივი გაქვს დამწვარი ტერფები, აღმართზე სიარულს ეჩვევი თავიდან, ტყდებიან სხივები უცნაურ ფერებში, ღამეებს ათენებ და რაც დრო გავიდა მით უფრო ცდილობ, რომ დამშორდე მისამართს, რომ გკითხონ არც გახსოვს შეხვედრის ადგილი, ჩადრში რომ დაგმალე მე სწორედ ისა ვარ, სიზმრებში ყვავილობს დღეს შენი მანდილი. მოეშვი ხეტიალს მე შევძლებ დანარჩენს, თუ გნახე ერთხელაც, აღარ ვარ გამშვები, მე ბედზე მეტი ვარ იქნება გადავრჩეთ, თუ ღმერთიც ინებებს, თუ დადგა საშველი... მახსოვხარ ინანა, შენ გქვია წარსული და ცხოვრობ საყდარში შენივე ნაშენებ, ანათებ ბნელში და ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. ლანდივით ვატარებ სევდიან არშიებს..მომეწონა ლანდივით ვატარებ სევდიან არშიებს..მომეწონა
43. ინანა....ჩემი მეგობრის პატარა გოგო მეძახდა ასე))) კარგია..) ინანა....ჩემი მეგობრის პატარა გოგო მეძახდა ასე))) კარგია..)
42. ++ წარმატებები ++ წარმატებები
41. ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს. წარმატებები...+ ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს. წარმატებები...+
39. ზაზა-ბატონო, გამყვა ამ ლექსის მელოდია, ტემპი, კადრები და სევდის მიუხედავად - სიმსუბუქეც კი. ზაზა-ბატონო, გამყვა ამ ლექსის მელოდია, ტემპი, კადრები და სევდის მიუხედავად - სიმსუბუქეც კი.
38. გუგა, მსგავსი რამ არ წერია ლექსში, არც ქვეტექსტში და არც ხელშესახებად, საერთოდაც "ინანა" სხვა რამეა და განსხვავდება ზმნა "ნანობს-გან", მოკლედ რა ... გუგა, მსგავსი რამ არ წერია ლექსში, არც ქვეტექსტში და არც ხელშესახებად, საერთოდაც "ინანა" სხვა რამეა და განსხვავდება ზმნა "ნანობს-გან", მოკლედ რა ...
37. იქნება გადავრჩეთ, თუ ღმერთიც ინებებს, თუ დადგა საშველი... ინებებსო გუგა, ინებებსო:) იქნება გადავრჩეთ, თუ ღმერთიც ინებებს, თუ დადგა საშველი... ინებებსო გუგა, ინებებსო:)
36. რას ამბობ დაუკვირდი.............ნუ სცოდავ............... ღმერთმა რა უნდა ინანოს............წაშალე ეს ლექსი......... გირჩევ..........ძმურად........... რას ამბობ დაუკვირდი.............ნუ სცოდავ............... ღმერთმა რა უნდა ინანოს............წაშალე ეს ლექსი......... გირჩევ..........ძმურად...........
33. ზაზა სუპერ! ზაზა სუპერ!
32. იშთარი=ინანა
საინტერესოა :)
ლამაზი ლექსია. წარმატებები იშთარი=ინანა
საინტერესოა :)
ლამაზი ლექსია. წარმატებები
31. http://urakparaki.com/?m=4&ID=41548
ზამთრისპირულზე მეგემრიელა ახლა ეს ლესი, ზაზა :) http://urakparaki.com/?m=4&ID=41548
ზამთრისპირულზე მეგემრიელა ახლა ეს ლესი, ზაზა :)
30. "ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს" :))) + "ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს" :))) +
29. სემიყვარდა ეს ლექსი.რამდეჯერ წავიკიტხე არ ვიცი.5 სემიყვარდა ეს ლექსი.რამდეჯერ წავიკიტხე არ ვიცი.5
28. მე თუ მკითხავთ(მაგრამ არ მკითხავთ :დ) ამ ნაწერს პოეზიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ))
ბავშვობიდან მასწავლიდნენ რომ პოეზია უფრო სხვა რამეა, მაგ: ჩემი ახალი ლექსები :დ
პატივისცემით , თავში ავარდნილი და უზრდელი ოდიშელი (მაგრამ კაი ტიპი :პ) მოკითხვა ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს :* მე თუ მკითხავთ(მაგრამ არ მკითხავთ :დ) ამ ნაწერს პოეზიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ))
ბავშვობიდან მასწავლიდნენ რომ პოეზია უფრო სხვა რამეა, მაგ: ჩემი ახალი ლექსები :დ
პატივისცემით , თავში ავარდნილი და უზრდელი ოდიშელი (მაგრამ კაი ტიპი :პ) მოკითხვა ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს :*
27. ე, რა კარგი რამე დაგიწერია,ზაზავ! ერთი სული მქონდა, ბოლოში ჩავსულიყავი,რომ მერე ისევ თავიდან დამეწყო <3 შემთხვევა, როცა სიტყვა მოდის მუსიკად და მოაქვს ემოცია... ე, რა კარგი რამე დაგიწერია,ზაზავ! ერთი სული მქონდა, ბოლოში ჩავსულიყავი,რომ მერე ისევ თავიდან დამეწყო <3 შემთხვევა, როცა სიტყვა მოდის მუსიკად და მოაქვს ემოცია...
26. რა იავნანასავით ლექსია! თან სუხიშვილების "ლაზურის" მელოდია მოიტანა! ძალიან მომეწონა! რა იავნანასავით ლექსია! თან სუხიშვილების "ლაზურის" მელოდია მოიტანა! ძალიან მომეწონა!
25. სიკეთე ავტორს) სიკეთე ავტორს)
23. თავისთავად :) თავისთავად :)
22. ვახ, ვახ.. მოუხდა აქაურობას ზაზა შენი გამოჩენა... მშვენიერი ლექსია +++++ ვახ, ვახ.. მოუხდა აქაურობას ზაზა შენი გამოჩენა... მშვენიერი ლექსია +++++
21. მახსოვხარ ინანა, შენ გქვია წარსული და ცხოვრობ საყდარში შენივე ნაშენებ, ანათებ ბნელში და ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს.
რიტმიც კარგი აქვს, რითმაც და შინაარსიც! 5
მახსოვხარ ინანა, შენ გქვია წარსული და ცხოვრობ საყდარში შენივე ნაშენებ, ანათებ ბნელში და ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს.
რიტმიც კარგი აქვს, რითმაც და შინაარსიც! 5
20. მოეშვი ხეტიალს მე შევძლებ დანარჩენს, თუ გნახე ერთხელაც, აღარ ვარ გამშვები, მე ბედზე მეტი ვარ იქნება გადავრჩეთ, თუ ღმერთიც ინებებს, თუ დადგა საშველი...
5+++ მოეშვი ხეტიალს მე შევძლებ დანარჩენს, თუ გნახე ერთხელაც, აღარ ვარ გამშვები, მე ბედზე მეტი ვარ იქნება გადავრჩეთ, თუ ღმერთიც ინებებს, თუ დადგა საშველი...
5+++
19. ისე ,,მეგემრიელა" ახლა ეს :) ისე ,,მეგემრიელა" ახლა ეს :)
18. რა კარგია. გაიხარე ავტორო! რა კარგია. გაიხარე ავტორო!
17. კარგია. ძალიან. ) კარგია. ძალიან. )
16. მაგარია ზაზა, ძალიან მაგარია!!!!! :* +5! მაგარია ზაზა, ძალიან მაგარია!!!!! :* +5!
15. მოგიკითხე ძმა, ძალიან გამიხარდა შენი აქ გამოჩენა. დიდი პლიუსები ლექსს+++++
555 მოგიკითხე ძმა, ძალიან გამიხარდა შენი აქ გამოჩენა. დიდი პლიუსები ლექსს+++++
555
14. კარგი ლექსია და ეს, რაღაც განსაკუთრებულად საინტერესო ფრაზაა ამ ლექსში: “ცოდვისთვის ცოდვა ხარ“.
მოგიკითხე ზაზა! ხუთები და წარმატებები შენ! კარგი ლექსია და ეს, რაღაც განსაკუთრებულად საინტერესო ფრაზაა ამ ლექსში: “ცოდვისთვის ცოდვა ხარ“.
მოგიკითხე ზაზა! ხუთები და წარმატებები შენ!
13. ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
12. მახსოვხარ ინანა, შენ გქვია წარსული და ცხოვრობ საყდარში შენივე ნაშენებ, ანათებ ბნელში და ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს. ++ მახსოვხარ ინანა, შენ გქვია წარსული და ცხოვრობ საყდარში შენივე ნაშენებ, ანათებ ბნელში და ცხოვრება მზე არის შენსავით არეულ ამინდს რომ ამშვენებს. ++
11. უღრმესი მადლობა ყველას დედაბითობისა და კეთილგანწყობისთვის, მოგიკითხეთ ნაცნობები, უცნიბები, ძველები და ახლები... :) უღრმესი მადლობა ყველას დედაბითობისა და კეთილგანწყობისთვის, მოგიკითხეთ ნაცნობები, უცნიბები, ძველები და ახლები... :)
10. რა ლამაზია...5 " ლანდივით ვატარებ სევდიან არშიებს"... რა ლამაზია...5 " ლანდივით ვატარებ სევდიან არშიებს"...
8. ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა! :)
"სიზმრებში ყვავილობს დღეს შენი მანდილი. მოეშვი ხეტიალს მე შევძლებ დანარჩენს, თუ გნახე ერთხელაც, აღარ ვარ გამშვები, მე ბედზე მეტი ვარ იქნება გადავრჩეთ, თუ ღმერთიც ინებებს, თუ დადგა საშველი.."
გამიხარდა, აქ რომ დაგინახე კიდევ! :) ასე, ბატონო, როგორმე ისევ შემოვიდეთ. :)
ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა! :)
"სიზმრებში ყვავილობს დღეს შენი მანდილი. მოეშვი ხეტიალს მე შევძლებ დანარჩენს, თუ გნახე ერთხელაც, აღარ ვარ გამშვები, მე ბედზე მეტი ვარ იქნება გადავრჩეთ, თუ ღმერთიც ინებებს, თუ დადგა საშველი.."
გამიხარდა, აქ რომ დაგინახე კიდევ! :) ასე, ბატონო, როგორმე ისევ შემოვიდეთ. :)
7. გაიხარეთ. 5. გაიხარეთ. 5.
6. კეთილი იყოს ზაზა შენი გამოჩენა, კარგი რიტმი აქვს ლექსს, ერთიამოსუნთქვით იკითხება. 5 კეთილი იყოს ზაზა შენი გამოჩენა, კარგი რიტმი აქვს ლექსს, ერთიამოსუნთქვით იკითხება. 5
5. მშვენიერი! 5 მშვენიერი! 5
4. ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 1 ნოემბერი, 2013
რა კარგი იყო.. რა კარგი... ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 1 ნოემბერი, 2013
რა კარგი იყო.. რა კარგი...
3. მშვენიერი ლექსია! მშვენიერი ლექსია!
2. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
1. ვააჰ!
ზაზას ლექსია ეს? ლექსი ვიცოდი, ავტორი- არა :)
დიდებული რამაა!
ვააჰ!
ზაზას ლექსია ეს? ლექსი ვიცოდი, ავტორი- არა :)
დიდებული რამაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|