 | ავტორი: ბალახა ჟანრი: იუმორისტული 28 დეკემბერი, 2013 |
გავხდები: შენი რიგითი რაი- ანი თუ მოხვალ გადასარჩენად, ლეპტოფთან მდგარი უშაქრო ჩაი, ანდა ნიგოზი გადასარჩევად. გავხდები: ეზო, შიგ ავი ძაღლით, შენი ხელ-ფეხის გაზმორვა დილას, ანდა ერაყში მცოცავი ნაღმი, ტარანტულებით აღსავსე ქილა. გავხდები: შენი მეზობლის წყალი, რომელიც დილით ფანჯრიდან წვეთავს, რომ მიაწყევლე გუშინ საწყალი და გაისტუმრე ომალოს, მლეთას. გავხდები: შენი დესკტოპის ფონი, წინდებივით რომ ყოველდღე იცვლი... გავხდები: "მეტი კუთხურის" ფსონი, რომელსაც ასე უგულოდ ითვლი. გავხდები შენი გულისთვის ალბათ, მაგრამ ბევრს ვერა, ასე 3 კილოს... არც შენ არა ხარ ჯესიკა ალბა და სცადოს ვინმემ, ერთი გამკილოს. გავხდები:შენი გამოცვლა ნომრის, პორტირებული ახალი სიმი... გავხდები: მტვერი ფქვილიან ტომრის, რომ აავსებენ წისქვილში სიმინდს. გავხდები: შენი ქვისლის დეიდა, მაზლის ბიცოლა ანდა მოყვარე... ვესტუმროთ ტაოს ან ფერეიდანს, მერე ვაჩხუბოთ ბრუს ლის ყვარყვარე. გავხდები: შენი სამსუნგი ტრიდე, განვადებაზე რომ მოგცა ბანკმა; გავხდები ფიფა ან სულაც ფიდე, ლეიბორისტი გავხდები ან "კმა- რელი" გავხდები, დალახვროს ღმერთმა, რომლისაც ხშირად ივიწყებ სახელს... გავხდები: გამა პალიტრის ფერთა, სადაც გოგენი ტაიტის ამხელს. გავხდები: ყველა "მილანის" ზანგი, გინდ ბალოტელი, გინდა მუნტარი... წინა მედგება მე ერთი ჩანგი, ვიმღერ, ვიხარებ,-მეფეს უთხარი. გავხდები: შენი ნანეტი, კარე- ზაქარიაძე ეტყვის დაუშვილს... "ხვალამდე მომე მანეთი კარენ, ბავშვი სკოლაში როგორ გავუშვა?"- გავხდები: ამგვარ საუბრის მოწმე, მართლა ტირილი უნდა ავტეხო... გინდა, გავხდები "ლაგერნი" მოძმე Deutscheinvestbank-ი გავტეხოთ!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჰო, ტალანტი მაინც სულ სხვაა ჰო, ტალანტი მაინც სულ სხვაა
2. კარგად ვიხალისე :D კარგად ვიხალისე :D
1. რა ყოვლისმომცველი იყო, მართლაც :)
ყველაზე მეტად მაინც ფქვილიანი ტომრის მტვერობის პერსპექტივაში მომეწონეთ :)
რა ყოვლისმომცველი იყო, მართლაც :)
ყველაზე მეტად მაინც ფქვილიანი ტომრის მტვერობის პერსპექტივაში მომეწონეთ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|