| ავტორი: ელადა ჟანრი: იუმორისტული 30 ივნისი, 2014 |
ყურადღება! ანოსი იუწყება აფიშა, ფრინველებში იწყება, იქს–ფაქტორი ხვალიდან.
კომისიის წევრია იადონი, ბულბული, რომ აღარ მიიწვიეს, ნაწყენია გუგული.
იგი გამოცდილია, კონკურს გახსნის მერცხალი, შარშან უკვე აიღო, სიმღერაში მედალი.
შაშვი მღერის არიას, აკაპელას ბულბული, ისე კარგად მღერიან, განაბულა სულდგმული.
პროგრამაში იქნება. ჯაზი, როკი, მეტალი, დუეტში იმღერებენ, კაკაბი და ქედანი.
წელს მთავარი პრიზია. თბილი ქვეყნის საგზური, სამჯერადი კვებითა, გიდითა და მეგზურით,
ლოზუნგებით მოსულა ჩიხურა და მწყერჩიტა, არ დაუშვან კონკურსში თუთიყუში ,,კონჩიტა,,.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ბოლო კარგი იყო :))) ბოლო კარგი იყო :)))
8. ბოლოს მართლა გულიანად ამომეცინა :))) ბოლოს მართლა გულიანად ამომეცინა :)))
7. გამეღიმა :) ++ გამეღიმა :) ++
6. გმადლობთ ქალბატონო თამარ გმადლობთ ქალბატონო თამარ
5. ეს ლექსი არ არის საბავშვო. საბავშვოში ბავშვისთვის გასაგები ენით უნდა ეწეროს ყველაფერი. ეს ალბათ იუმორისტული ჟანრი უფროა. ;)
რაც შეეხება ქულებს, ისინი გემატება ყოველი თვის 1 რიცხვში და გიხდება 700. + ნიშნის მერე კი გემატება ახალი ნაწარმოების მხოლოდ პირველ კომენტარზე. მეორე და მესამე -"უფასოა". მეოთხედან კი - გაკლდება ჯერ 5, მერე 25, 125, 625 და ა.შ. ეს ლექსი არ არის საბავშვო. საბავშვოში ბავშვისთვის გასაგები ენით უნდა ეწეროს ყველაფერი. ეს ალბათ იუმორისტული ჟანრი უფროა. ;)
რაც შეეხება ქულებს, ისინი გემატება ყოველი თვის 1 რიცხვში და გიხდება 700. + ნიშნის მერე კი გემატება ახალი ნაწარმოების მხოლოდ პირველ კომენტარზე. მეორე და მესამე -"უფასოა". მეოთხედან კი - გაკლდება ჯერ 5, მერე 25, 125, 625 და ა.შ.
4. ბოლო კუპლეტი მშობლებისთვის დავამატე ))) ბოლო კუპლეტი მშობლებისთვის დავამატე )))
3. ბოლო კუპლეტი, რომ შეცვალო , კარგი ლექსი საბავშვო გამოვა! ბოლო კუპლეტი, რომ შეცვალო , კარგი ლექსი საბავშვო გამოვა!
2. მშვენიერი , ხალისიანი ლექსია, მე ვიტყოდი, არცთუ მთლად საბავშვო :)
მშვენიერი , ხალისიანი ლექსია, მე ვიტყოდი, არცთუ მთლად საბავშვო :)
1. გამეღიმა, ფრინველებიც ფეხის ხმას აყოლილან? კარგია. გამეღიმა, ფრინველებიც ფეხის ხმას აყოლილან? კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|