ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2014


მე წერილი ვარ შენს გარეშე უმისამართო.

მთვარემ დაუგო ბნელ ბილიკებს სხივთა ფარჩები,
ცის სამარეთში ჩირაღდნების წყება აანთო,
მე უშენობის ლაშქრობაში ვერ გადავრჩები,
მე წერილი ვარ შენს გარეშე უმისამართო.

შენი სიჩუმე მშვენებათა ნაზი ჯაზია,
შენი ღიმილი გარიჟრაჟი გიშრის მეჩეთში,
ჩემი მჭედელი გამუდმებით აივანზეა,
შენ სახრჩობელა დაინახე ოქროს ბეჭედში.

ცრემლი სარკეა და მე პოეტს მიყვარს ჩახედვა,
მე ცრემლთა მკრთალი ანარეკლის მქვია მძევალი,
შენს სიყვარულში ვერ მაჯობოს ასმა თავხედმა,
რადგან ეს ლექსი თავხედობის არის მწვერვალი.

დაე გაიგოს პლანეტებმაც ჩემი ტალანტი,
ამ სიყვარულით აისბერგის მთები გადნება,
შენ შეიძლება ერთადერთხელ იგრძნო ღალატი,
და მეც ზეცაში არ ვაპირებ თავის მართლებას,

ლურჯი სიმები და წითელი მიყვარს მელანი,
(ვენები სიმად მელნად სისხლი-არ მაქვს რელსები),
მდუმარე ტურა მომაშტერდა როგორც ელამი
და უშენობას გაყმუიან ჩემი ლექსები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები