ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2014


მა, გახსოვს?

მა, გახსოვს?
მითხარი კლდე ვარო,
მთა ვარო,
დაგჭირდე? დაგიცდი,
სულ მუდამ მზადა ვარ გეწამლო,
ოღონდაც ნურაფერს განიცდი
ნურასდროს....
მერე კი წახვედი,
დამტოვე პირობის ამარა,
ბედია ასეთი თავხედი,
ღმერთი კი ან არის, ან არა...
მა, გახსოვს?
ახლა მე გიყვები,
რომ მდინარე ვარ და კალაპოტს
დროდადრო საერთოდ  ვცილდები,
გავრბივარ, ვბრუნდები და ვნანობ...
ბოლოს კი,
საფლავთან ვიგონებ,
რომ მთა ვარ შენსავით, არ მიჭირს...
ჰო, ვცრუობ, ასე სხვებს ჰგონიათ,
მოვედი,
რადგანაც დამჭირდი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები